არქივი

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა

მეთხილე ფერმერებმა ფინანსური დახმარების მისაღებად, 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 17 თებერვლის ჩათვლით უნდა დაარეგისტრირონ თხილის ბაღები თხილის ბაღების კადასტრში. რეგისტრაციისათვის უნდა მიმართოთ სამუშაო ჯგუფს დადგენილი გრაფიკის მიხედვით, შეხვედრების განრიგი იხილეთ ბმულზე. პროგრამის შესახებ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა თხილის ბაღების მესაკუთრეების ან/და მფლობელების სტიმულირების გზით. პროგრამის ამოცანაა თხილის მოვლა-მოყვანისთვის […]

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა

თუ წარმოადგენთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს და დაინტერესებული ხართ მერძევეობის მიმართულებით, სახელმწიფო საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მონაწილეობა პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს კონკურსის გზით გამოვლენილ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის რძის გადამამუშავებელი საწარმოს საბაზრო ღირებულების 25%-ად გადაცემას. ახალქალაქის, დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტებში ასაშენებელი რძის გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი პროგრამის ფარგლებში, პოტენციური ბენეფიციარის მიერ შევსებული განაცხადის ფორმა, სააგენტოს მიერ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად მიიღება მატერიალური სახით, […]

საგრანტო კონკურსი

“USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა” აცხადებს საგრანტო კონკურსს. “USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა” აცხადებს საგრანტო განაცხადების მიღებას. გრანტების გაცემა და განხორციელება მოხდება USAID-ისა და აშშ-ის მთავრობის გრანტების მართვის რეგულაციებისა და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის გრანტების მართვის შიდა პოლიტიკის შესაბამისად (განაცხადის ფორმა იხილეთ დანართ A-ში). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგრანტო კონკურსის ფარგლებში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 6 მარტი. განმცხადებლებს ასევე […]