2022 წლის სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობ სამეცნიერო კვლევით საგრანტო კონკურსს
კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო ენის სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, ახალი ცოდნისა და რესურსების შექმნას, რომლებიც საფუძვლად დაედება სახელმწიფო ენის დაცვას, განვითარებას, სრულფასოვან ფუნქციონირებასა და პოპულარიზაციას. დაფინანსებული სამეცნიერო კვლევა უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს ენის წინაშე არსებულ გამოწვევებს, როგორებიცაა: სახელმწიფო ენის სტანდარტიზაცია (ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და დარგობრივი ტერმინოლოგიის განახლება; სახელმწიფო ენის სტანდარტიზაციისათვის ელექტრონული რესურსების შექმნა); ქართველური ენობრივი მრავალფეროვნებისა და საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ენების დოკუმენტირება; ქართული და აფხაზური ენების სწავლების მეთოდოლოგიური რესურსებისა და დისტანციური სწავლების საშუალებების შექმნა; ენობრივი ტექნოლოგიების განვითარება; სახელმწიფო ენის ფუნქციონირების დაცვა ინტერნეტ სივრცეში, ქართულენოვანი ინტერნეტის განვითარება; ქართული და აფხაზური ენების პოპულარიზაცია.
საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური
ჯგუფური კონსულტაციები:
22 აგვისტო, 22 სექტემბერი – 15:00 სთ – ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები (რეგისტრაციის ბმული გამოქვეყნდება მოგვიანებით, ამავე გვერდზე)
30 სექტემბერი – ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების 2022 წლის 16 ივნისის №74/ნ ბრძანება
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 4 აგვისტოს N149 ბრძანება
- კონკურსის პირობები (დანართი 1)
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები:
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი N2) – ივსება GMUS-ში
- საპროექტო წინადადება (დანართი N3)
- პროფესიული ბიოგრაფია (ნიმუში, დანართი N4) – ივსება GMUS-ში, გენერირდება და იტვირდება პროექტის რეგისტრაციისას
- თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი N5- GEO/ENG)
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი N6) – ივსება GMUS-ში
- პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი N7) – ივსება GMUS-ში
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი N8- GEO/ENG)
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ – გენერირდება GMUS-დან, პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
- ბიუჯეტის კლასიფიკატორი (დანართი N10)
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) – პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
- დამატებითი კითხვებისათვის მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე SL@rustaveli.org.ge
კოორდინატორები:
ქეთევან გორგაძე
თამარ ბოკუჩავა
+(995 32) 2 200 220 შიდა ნომერი 44 09
გისურვებთ წარმატებებს!
სრული ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.