30 000 ლარიანი გრანტი მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად
კონკურსის შესახებ:
2022 წლის 21 მარტიდან, “აწარმოე საქართველოში” ბიზნესიდეების მიღებას იწყებს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად.
სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, გარდა:
- აღნიშნული პროგრამის 2020 წლის გამარჯვებული ბენეფიციარების
- 2015-2018 წლების არაუმეტეს ერთხელ უკვე დაფინანსებული ბენეფიცარების
პროგრამის არსებულ მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების ან ახალი ბიზნეს პროექტის შემთხვევაშიც.
პროგრამის გრანტის მოცულობა 30 000 ლარი იქნება, ხოლო ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულ რეგიონებში (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, გურია და კახეთი) არა უმეტეს 40 000 ლარისა.
პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობია:
- გრანტის თანხის არანაკლებ 20% უნდა შეადგინოს,
- მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 10%.
- არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, ბენეფიციარის თანამონაწილეობამ გრანტის თანხის არანაკლებ 50% უნდა შეადგინოს,
- მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 25%.
მიზნობრიობა – კაპიტალური დანახარჯები არანაკლებ 90%, საბრუნავი საშუალებები არაუმეტეს 10%.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ: https://www.enterprisegeorgia.gov.ge/ka/Business-Development/microgrants