კონკურსი სამაცივრე აგრეგატების შესყიდვაზე

კონკურსი სამაცივრე აგრეგატების შესყიდვაზე

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. პროგრამა გეგმავს საინვესტიციო და მიზნობრივი ტექნიკური დახმარების გაწევას მემცენარეობის სექტორში მოქმედი ბაზარზე ორიენტირებული საწარმოებისთვის და საწარმოო კლასტერებისთვის, ასევე, ასოციაციებისა და მომსახურების/ინფორმაციის/კონსულტაციების მიმწოდებლების მხარდაჭერას, რათა გააძლიეროს აგრობიზნესების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას.

პროექტის აქტივობების ფარგლებში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას სურს შეიძინოს სამაცივრე დანადგარები, რათა გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს გრანტიორის არსებული ბიზნეს საქმიანობა. ამ განაცხადის მიზანია სამაცივრე აგრეგატებზე (6 ერთეული) და ჰაერის დამატენიანებელზე (6 ერთეული) შეთავაზებების მოთხოვნა.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა შერჩეულ მომწოდებელთან გააფორმებს ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულებას.
სავარაუდოდ, ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულების გაცემა მოხდება 2022 წლის 6 ივნისამდე.
საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის სასურველი დროა არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისი.
მიწოდების ადგილი: სოფელი ჩუმლაყი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, კახეთის რეგიონი.

შესყიდვა განხორციელდება ორ ლოტად:

ლოტი #1: სამაცივრე აგრეგატები (6 ერთეული)
ლოტი #2: ჰაერის დამატენიანებელი (6 ერთეული).

სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

შეთავაზებების წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2022 წლის 27 მაისის 17:00 საათისა.

დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს ან იხილეთ მიმაგრებული ფაილი.