საგრანტო კონკურსი
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ბათუმის ბიზნეს ინკუბატორთან (BBI) პარტნიორობით აცხადებს საგრანტო კონკურსს.
კონკურსის გამოცხადების თარიღი: 20 ივლისი, 2022 წ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 აგვისტო, 2022 წ. 18:00 სთ
პროგრამის/პროექტის სახელწოდება: “სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში”
პროექტის მიზანი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებში სოფლის, კერძოდ არასასოფლო-სამეურნეო ეკონომიკის მდგრადი განვითარება.
საგრანტო კონკურსის სფეროები: მცირე წარმოება, ხელნაკეთი ნივთები, შეფუთვა/დაპაკეტება და მომსახურების სფერო.
საგრანტო კონკურსი გათვალისწინებულია: ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის (არაუმეტეს 35 წლის), ქალებისთვის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის, მცირეშემოსავლიანი ადამიანებისთვის (სახელმწიფო შემწეობის მიმღები), იძულებით ადგილმონაცვლე პირებისთვის, ასევე ეთნიკური, თუ სხვა უმცირესობებისთვის.
დაფინანსების პირობები:
** მინიმუმ 2, 000 ლარიდან – მაქსიმუმ 8, 000 ლარის ოდენობით ერთ ბენეფიციარზე. ბენეფიციარის მხრიდან 10% თანადაფინანსებით;
** მინიმუმ 8, 001 ლარიდან – მაქსიმუმ 30, 000 ლარის ოდენობით ერთ ბენეფიციარზე. ბენეფიციარის მხრიდან 20% -იანი თანადაფინანსებით.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ მოცემულია თანდართულ ფაილში.
განაცხადები მიიღება 2022 წლის 20 ივლისიდან არაუგვიანეს 2022 წლის 20 აგვისტოს 18:00 საათამდე. განაცხადები უნდა წარედგინოს pdf (სასურველია) ან სხვა ელექტრონული ფორმატით ა (ა)იპ ბათუმის ბიზნეს ინკუბატორს ელ-ფოსტაზე: bbinkubator@gmail.com ან წარმოადგინეთ მისამართზე: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა, #73 ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი.
დაინტერესებულ პირებს, საგრანტო პროექტის შესახებ დამატებითი კონსულტაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ:
ქედის მუნიციპაილტეტში – ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფს (LAG), მისამართი: დაბა ქედა, ტბელ აბუსერიძის ქ.10, ტელ: (995) 577 17 37 06.
ხულოს მუნიციპალიტეტში – ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG) მისამართი: დაბა ხულო, ტელ: (995) 598 09 07 06
პატივისცემით,
ა (ა)იპ ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი
მისამართი: ფარნავაზ მეფის ქ. N73
საქართველო, ბათუმი, 6010
ტელეფონი: (+995) 577 468 844/ 591 609 005
ელ. ფოსტა: bbinkubator@gmail.com