ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა – (GGP)
წყარო: იაპონიის საელჩო საქართველოში
ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა (GGP) წარმოადგენს საქართველოში იაპონიის საელჩოს ერთ–ერთ საგრანტო სქემას, რომლის ამოცანაა ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობას ადამიანის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებასა და ადამიანის უსაფრთხოების გაძლიერებაში. დაფინანსება მოიცავს მათ შორის, პროექტებს, რომლებიც მიმართულია ადამიანის გადარჩენის, სიცოცხლის, ადამიანის ღირსების დაცვისკენ. ასევე, დაფინანსება მოიცავს ქმედებებს, რომლებიც ორიენტირებულია ადამიანებისა და ადგილობრივი თემის შესაძლებლობების განვითარებაზე.
საქართველოში მუშაობის ორი ათწლეულის განმავლობაში, 1998–2022 წლებში, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში იაპონიის საელჩომ დააფინანსა 200-ზე მეტი პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 20 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნული პროექტებით განვითარდა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა, მუნიციპალიტეტებში განახლდა ნარჩენების მანქანები, სახანძრო მანქანები და სხვა მძიმე ტექნიკა, ათასობით ჰექტარი გაიწმინდა ომის ფეთქებადი ნარჩენებისგან, აშენდა და აღიჭურვა ათობით სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო ცენტრი და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. აღნიშნული მიმართულებები წარმოადგენენ წარსულში დაფინანსებულ პროექტებს, საგრანტო პროგრამის ფარგლები შესაძლოა ბევრ სხვა თემას თუ სექტორს მოიცავდეს.
საგრანტო პროგრამის პრიორიტეტები და ამოცანები:
მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროგრამა:
როგორც იაპონელი ხალხის კეთილი ნების გამომხატველი, იაპონიის საელჩო მიისწრაფვის, მხარი დაუჭიროს იმ პრობლემების გადაჭრას, რომლებიც ყველაზე პრობლემურად აღიქმება სთავად საქართველოს მოსახლეობის მიერ. სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების უმრავლესობა ასახავს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს სოციალურ–ეკონომიკურ პრობლემებს ყველაზე მწვავე ეროვნულ გამოწვევებად, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან ერთად. შესაბამისად, ადამიანის უსაფრთხოების (GGP) პროგრამის მეშვეობით, საელჩო უპირატესობას ანიჭებს სწორედ ისეთ პროექტებს, რომლებიც მიმართულია აღნიშნული პრობლემების ეფექტურ და ეფექტიან გადაჭრაზე.
ახალ შესაძლებლობებზე დაშენება:
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და მისი შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერით, საქართველომ მოიპოვა წვდომა ეკონომიკური განვითარების უფრო მეტ შესაძლებლობებზე – ევროკავშირის ბაზარზე. ამ შესაძლებლობის სრულად ათვისება, თავის მხრივ, დამოკიდებულია საქართველოში მოწესრიგებული ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის სისტემაზე, რამაც უნდა მისცეს შესაძლებლობა მწარმოებლებს, აწარმოონ და გაყიდონ პროდუქცია, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ევროკავშირის ბაზარზე. ადამიანის უსაფრთხოების (GGP) პროგრამა მიისწრაფვის, ხელი შეუწყოს ასეთ საკვანძო ინფრასტრუქტურას, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის.
გამაძლიერებელი ეფექტი: შეზღუდული რესურსის ყველაზე ეფექტურად და ეფექტიანად გამოყენების სტრატეგია
ისევე, როგორც ყველა სხვა რესურსი – ადამიანის უსაფრთხოების (GGP) საგრანტო პროგრამის რესურსიც მწირია, რაც იწვევს აუცილებლობას, რომ საპროექტო განმცხადებლებმა შეიმუშაონ სტრატეგია, რომ გრანტის ათვისება მოხდეს მაქსიმალურად შედეგიანად და ეფექტიანად. ამდენად, საელჩო ეძებს ისეთ პროექტებს, სადაც მრავლად არის წარმოდგენილი გამაძლიერებელი მექანიზმები, რათა მინიმალური რესურსის გამოყენებით, შეიქმნას ძლიერი შესაძლებლობები.
ადამიანის უსაფრთხოების (GGP) საგრანტო პროგრამის წარმატებულ მაგალითებს მიეკუთვნება, მაგალითად, სარწყავი სისტემის შექმნა, რამაც სარგებელი ათასობით მოსახლეს მოუტანა (მათ მიეცათ პროდუქციის მოცულობის გაზრდის შესაძლებლობა); წვრილფეხა საქონლის მეურნეობის მშენებლობა, რამაც სარგებელი ასობით მცირე მეწარმეს მოუტანა და შექმნა შემოსავლის წყარო ადგილობრივი ოჯახებისთვის.
მთავარი ინფორმაცია საგრანტო პროგრამის შესახებ:
გრანტის მოცულობა: დაახლოებით 70,000 აშშ დოლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 1 წელი
როგორი სახის საქმიანობა დაფინანსდება?
• შენობის აშენება/რეაბილიტაცია
• მსხვილი ტექნიკის შეძენა
არ ფინანსდება:
• ხელფასები
• დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ)
• მიმდინარე ხარჯები (კომუნალური, ადმინისტრაციული, და ა.შ.)
• ერთჯერადი საქმიანობა (მაგ. ტრენინგები, და ა.შ.)
ვის შეუძლია შემოიტანოს განაცხადი?
- ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები;
- ადგილობრივი თვითმმართველობები (მერია);
გამონაკლის შემთხვევებში:
- საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულები;
- სამთავრობო დაწესებულებები (სსიპ);
საპროექტო განაცხადების წარდგენა:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, წარმოადგინოთ ელექტრონულად ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები. გთხოვთ გაითვალისწინოთ – მაღალი კონკურენციის პირობებში, ადრე მიღებულ პროექტებს გამარჯვების მეტი შესაძლებლობა აქვთ:
საბუთების სია, რომელიც უნდა წარადგინოთ კონკურსში მონაწილეობისთვის:
1. სავალდებულო: მხოლოდ ის პროექტები იქნება განხილული, რომლებიც სრულყოფილად წარადგენენ საპროექტო განაცხადს
1.1 GGP სააპლიკაციო ფორმა;
1.2 ფინანსური ისტორია (ბოლო 2 წლის მოგება–ზარალის ფორმა);
1.3 საჯარო რეესტრის ამონაწერი;
1.4 შემოსავლების სამსახურის ამონაწერი;
1.5 პროექტის ადგილმდებარეობის ზუსტი რუქები;
1.6 მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები;
1.7 პროექტის ადგილმდებარეობის ფოტოები;
1.8 შენობის/დანადგარების ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა (არსებობის შემთხვევაში);
2. დამატებითი: იდეალურ პირობებში, ყველა დამატებითი საბუთიც უნდა წარადგინოთ ძირითად საბუთებთან ერთად. თუმცა, ამ საბუთების წარმოდგენა შემდგომ ეტაპზეც შეიძლება თუ თქვენი პროექტი წინასწარი შერჩევის საფეხურს გადალახავს:
2.1 გარანტიის წერილი (თანადაფინანსების, მდგრადობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების);
2.2 მშენებლობის სქემატური ნახაზი/გეგმა;
2.3 ფინანსური მართვის და შესყიდვების წესი;
2.4 ორგანიზაციის წესების მოკლე აღწერა, თუ როგორ იქნება უზრუნველყოფილი რომ თავიდან აირიდოთ კორუფცია, უზრუნველყოთ მაღალი ხარისხი, როგორია თქვენი რისკების მართვის გეგმა და შესყიდვების მკაფიო პროცედურები;
2.5 მონიტორინგის გეგმა (განრიგი+ლოგიკური ჩარჩო საელჩოს მხრიდან მონიტორინგისთვის);
2.6 შესაძენი ტექნიკის აღწერა, წინასწარი საბაზრო მოკვლევა (მინიმუმ 3 ფასის შედარება);
2.7 რეკომენდაციები/მხარდაჭერის წერილები;
2.8 ბოლო 2 წლის აუდიტის დასკვნები;
2.9 თუ პროექტი ითვალისწინებს თანადაფინანსებას, თანადამფინანსებლის ფინანსური ისტორია (ბოლო 2 წლის);
2.10 თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში, მისი დეტალური ჩაშლა;
2.11 თანამშრომლობის მარეგულირებელი საბუთები (მემორანდუმი, შეთანხმება, და ა.შ.);
2.12 წინა დონორებისა და პარტნიორების საკონტაქტო ცხრილი;
2.13 კვლევების ბმულები ინტერნეტში, და მოკლე აღწერა, თუ პროექტის რომელ ნაწილს ადასტურებს აღნიშნული კვლევა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი პროექტის დასაბუთებისთვის;
2.14 ორგანიზაციის რეგისტრაციის და მარეგულირებელი საბუთები (წესდება, ეთიკის კოდექსი და სხვა);
2.15 სხვა დამატებითი საბუთები (ფოტო, ვიდეო მასალა, ინტერვიუები, და ა.შ.).
კითხვები და კონსულტაცია:
ყოველწლიურად, საგრანტო სექცია მართავს საჯარო კონსულტაციას, სადაც დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა პირისპირ დასვან კითხვები და მიიღონ დეტალური პასუხები და რჩევები საგრანტო კონსულტანტების მხრიდან. საჯარო კონსულტაციების განრიგის სანახავად, პერიოდულად შეამოწმეთ საელჩოს ფეისბუკ გვერდი.
ასევე, შეგიძლიათ მოგვმართოთ წერილობით, შემდეგი ელ.ფოსტის მისამართზე: grassroot2@tb.mofa.go.jp
წარსულში დაფინანსებული პროექტები
საქართველოში მუშაობის ორი ათწლეულის განმავლობაში, 1998–2022 წლებში, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში იაპონიის საელჩომ დააფინანსა დააფინანსა 200-ზე მეტი პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 20 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნული პროექტებით განვითარდა სასოფლო–სამეურნეო ინფრასტრუქტურა, რამაც შეამცირა სიღარიბე სხვადასხვა სოფელში; ათასობით ჰექტარი გაიწმინდა ომის ფეთქებადი ნარჩენებისგან, რითაც დაცული იქნა ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლე; ათობით სკოლა, საბავშვო ბაღი და საავადმყოფო აშენდა და აღიჭურვა – რითაც საბაზისო მომსახურების გაწევის შესაძლებლობა გაჩნდა ყველაზე დაუცველი მოსახლეობისთვის. აღნიშნული მიმართულებები წარმოადგენენ წარსულში დაფინანსებულ პროექტებს, საგრანტო პროგრამის ფარგლები შესაძლოა ბევრ სხვა თემას თუ სექტორს მოიცავდეს.