ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა
თუ ხართ დაინტერესებული ჩაის წარმოებით, სახელმწიფო გთავაზობთ თანადაფინანსებას გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის.
პროგრამის მიზნები
- საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის გამოყენება. ადგილობრივი და ბიო ჩაის წარმოების ხელშეწყობა.
- ჩაის ექსპორტის გაზრდა.
- კერძო და სახელმწიფო, გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია.
- ახალი სამუშაო ადგილების შექმა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
პროგრამის ზოგადი პირობები
კერძო და სახელმწიფო ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის თანადაფინანსება.
პროგრამის მონაწილეებს (არა კოოპერატივებს) დაუფინანსდებათ რეაბილიტაციის ხარჯების 70%, მაქსიმიმუმ 2500 ლარის ფარგლებში 1 ჰექტარზე გაანგარიშებით.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს დაუფინანსდებათ – ფაქტობრივად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 90%, მაგრამ არაუმეტეს 3,000 ლარისა 1 ჰა-ზე გაანგარიშებით;
პროგრამის მონაწილეების ჩაის პლანტაციების ფართობი ან/და სახელმწიფოსგან იჯარით აღებული სარეაბილიტაციო ნაკვეთი უნდა იყოს მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 300 ჰექტარის ზომის.
რეაბილიტაციის მიზნით განსახორციელებელი სამუშაოები
- ჩაის პლანტაციის გაწმენდა (ხეებისგან, მეტალის და ბეტონის ნარჩენებისგან, უცხო საგნებისგან);
- პლანტაციის მძიმე ან ნახევრადმძიმე გასხვლა;
- სადრენაჟე არხის მოწყობა (სადრენაჟე არხის მოწყობა შესაძლებელია პლანტაციის მძიმე ან ნახევრად მძიმე გასხვლამდეც);
- რიგთაშორის ნიადაგის დამუშავება/გაფხვიერება (ზედაპირული გაფხვიერება 15-20 სმ სიღრმეზე);
- პირველ წელს სასუქების და სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების (მათ შორის ბიო) შესყიდვა;
პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია.
*შენიშვნა – ტერმინთა განმარტება.