გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი (შემნახველი საწარმოების კომპონენტი)

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი (შემნახველი საწარმოების კომპონენტი)

შემნახველი საწარმოების კომპონენტი

 

კომპონენტის მიზნები :
  • პირველადი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის სტანდარტიზაციის ხელშეწყობა;
  • მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურებით თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება;
  • ეფექტური კოოპერაციის ხელშეწყობა;
  • ფერმერებისათვის მიღებული მოსავლის დასაწყობების ხელშეწყობისათვის დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნა;
  • შემნახველი საწარმოებისათვის სერვისის მიმწოდებლად ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • შემნახველი ინფრასტრუქტურის სტანდარტიზაციის ხელშეწყობა;
კომპონენტის შესახებ :
კომპონენტი ითვალისწინებს ახალი შემნახველი საწარმოების შექმნით დაინტერესებული იურიდიული პირებისათვის (მათ შორის სასოფლო – სამეურნეო კოოპერატივებისათვის) ფინანსური დახმარების გაწევას;
ფინანსური დახმარება ითვალისწინებს :
  • შეღავათიან აგრო კრედიტს/შეღავათიან აგრო ლიზინგს;
  • სააგენტოს თანადაფინანსებას.
სააგენტოს თანადაფინანსება (გრანტი) – სააგენტოს მიერ ბენეფიციარის უსასყიდლო მიზნობრივი თანადაფინანსება (დახმარება) რომელიც არ წარმოადგენს გრანტების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გრანტს და ექვემდებარება დაბეგვრას მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

განცხადების მიღება დაიწყება: 16 მაისს
განცხადების მიღების საბოლოო ვადა: 30 მაისი

სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.