გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი
გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი
კონკურსის აბრევიატურა AR
კონკურსის მიზანი
შეარჩიოს და დააფინანსოს ორიგინალური კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავს: ახალი ცოდნის შექმნას ან არსებული ცოდნის ახლებურად გამოყენებას აღიარებული, კონკრეტული, პრობლემების ან პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად; ახალი ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიის, მეთოდოლოგიის, პროდუქტის, მომსახურების, პროცესის ან გადაწყვეტის გამოყენებითობის დადგენას მცირე მასშტაბის პროტოტიპის ტექნოლოგიური/მეთოდოლოგიური განვითარების, ლაბორატორიულ ან სიმულაციურ გარემოში ექსპერიმენტაციისა და ვალიდაციის, ან რეალურ გარემოში პილოტირების ან/და გამოყენების დემონსტრირების გზით. კვლევა უნდა იყოს ექსპერიმენტულ განვითარებაზე, ტექნოლოგიური ტრანსფერის მზაობის დონის ამაღლებაზე, კომერციალიზაციაზე ან ინდუსტრიალიზაციაზე ორიენტირებული. კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულმა კვლევებმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ჭკვიანი სპეციალიზაციის გაძლიერებასა და მეცნიერების ეფექტურ ჩართვას ქვეყნის ეკონომიკაში.
საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური
კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი 3 ტიპის გამოყენებითი კვლევები:
ა) კონცეფციის დამტკიცება − მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დადგენა ლაბორატორიულ ან სიმულაციურ გარემოში ექსპერიმენტაციის (გამოცდის) გზით;
ბ) პილოტირება – მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის ვალიდაცია რეალურ/ ინდუსტრიულ გარემოში გამოცდის/ტესტირების გზით;
გ) დანერგვითი კვლევები – მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დემონსტრირება საწარმოო/ინდუსტრიულ გარემოში, საწარმოო ხაზის სერვისის აპრობაცია ბაზარზე გასასვლელად.
კონკურსის ძირითადი პირობები
პროექტის ბიუჯეტში ფონდიდან მოთხოვნილი თანხის ხარჯვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 12 ან 24 თვე;
- კონცეფციის დამტკიცებისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება 12-თვიანი პროექტისათვის არ უნდა აღემატებოდეს 90 000 ლარს, ხოლო 24-თვიანი პროექტისათვის – 180 000 ლარს. ასევე პროექტს მოეთხოვება საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 5%-ის თანადაფინანსება;
- პილოტირებისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება 12-თვიანი პროექტისათვის არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს, ხოლო 24-თვიანი პროექტისათვის – 240 000 ლარს. ასევე პროექტს მოეთხოვება საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 15%-ის თანადაფინასნება;
- დანერგვითი კვლევისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება 12-თვიანი პროექტისათვის არ უნდა აღემატებოდეს 180 000 ლარს, ხოლო 24-თვიანი პროექტებისათვის − 360 000 ლარს. ასევე პროექტს მოეთხოვება საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 25%-ის თანადაფინანსება.
ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები
- გრანტების მართვის ერთიანი სისტემა – პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
- ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მთავრობის დადგენილებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით ar@rustaveli.org.ge. შეკითხვებზე პასუხის დოკუმენტი აიტვირთება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.
კოორდინატორი:
მირანდა თედეშვილი
სრული ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს