ღია საგრანტო კონკურსი ინოვაციებისა და გამოწვევების გრანტებზე
USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა აცხადებს ღია საგრანტო კონკურსს “ინოვაციებისა და გამოწვევების გრანტებზე”.
კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამოქალაქო მოძრაობების, პროფესიული ასოციაციებისა და მოქალაქეთა არარეგისტრირებული გაერთიანებების ინიციატივებს, რომლებიც მიმართული იქნება მოქალაქეთა ჩართულობის ან/და სათემო აქტივიზმის გაზრდისკენ.
კონკურსის ფარგლებში გაიცემა ექვსი გრანტი, თითოეულის ბიუჯეტი $10, 000-დან $25, 000-მდე იქნება, ხოლო ხანგრძლივობა – 12 თვემდე.
საგრანტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 31 ოქტომბერი.
საგრანტო განაცხადები მიიღება ინგლისურ, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (იხ. დანართები). განაცხადები მიიღება როგორც წერილობით, ისე ვიდეო ფორმატში.