კონკურსი სამეგრელოს აგროეკოლოგიური მეურნეობებისათვის

კონკურსი სამეგრელოს აგროეკოლოგიური მეურნეობებისათვის

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა” აცხადებს კონკურსს სამეგრელოს აგროეკოლოგიური მეურნეობებისათვის.

კონკურსი ცხადდება დანიის განვითარების სააგენტოსა (DANIDA) და HEKS-EPER-ის (შვეიცარია) მიერ დაფინანსებული პროექტის – “ორგანული თხილის წარმოების ჯაჭვის განვითარება დამატებითი შემოსავლებისა და ღირსეული დასაქმებისათვის დასავლეთ საქართველოში” ფარგლებში.

კონკურსის მიზანია, გამოავლინოს უკვე არსებული, ინოვაციური, აგროეკოლოგიური მეურნეობები და დაეხმაროს მათ გაფართოება-განვითარებასა და სხვადასხვა აგროეკოლოგიური სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვაში, რეგიონის ფერმერებისათვის სამოდელო მეურნეობად ჩამოყალიბებაში.

კონკურსში გამარჯვებულ ფერმერებს, საშუალება ექნებათ მეურნეობის გაფართოება-განვითარებისათვის მიიღონ გრანტი (მაქსიმალური ოდენობა 50, 000 ლარი), ასევე სურვილის შემთხვევაში, დამატებითი თანადაფინანსება კომპოსტისა და ვერმიკომპოსტის ფერმაზე წარმოების ხელშეწყობისათვის (თითოეული მაქს. 5, 000 ლარამდე).

ვის შეუძლია განაცხადის შემოტანა?

სავალდებულო კრიტერიუმები:

** მცირე ან საშუალო შერეული ფერმერული მეურნეობა სამეგრელოდან;
** მეურნეობა სხვა პროდუქტებთან ერთად აწარმოებს თხილს;
** მეურნეობა იმართება აგროეკოლოგიური პრინციპების გათვალისწინებით და იყენებს ერთ ან რამდენიმე ბიომეთოდს;
** მეურნეობის ხელმძღვანელს აქვს აგროეკოლოგიური მეურნეობის განვითარების ნათელი ხედვა და ფლობს სათანადო უნარ-ჩვევებს ამ ხედვის პრაქტიკაში განსახორციელებლად;
** მეურნეობის ხელმძღვანელი მზადაა თავისი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს სხვა ფერმერებს (მათ შორის, საინფორმაციო დღეების გამართვის მეშვეობით) და აქვს ამისათვის საჭირო კომუნიკაციისა და სოციალური მედიის გამოყენების უნარები;
** მეურნეობის ხელმძღვანელს აქვს ღიაობა ახალი უნარ-ჩვევების მიღებისა და ცოდნის გაღრმავების მიმართულებით.

დამატებითი კრიტერიუმები/უპირატესობები:

** მეურნეობა არის ასოციაცია “კავკასნათის” ან/და ასოციაცია “ელკანას” წევრი;
** მეურნეობას ხელმძღვანელობს ახალგაზრდა და/ან ქალი ფერმერი;
** მეურნეობა დგას სერტიფიცირებაზე ან უკვე სერტიფიცირებულია, როგორც ბიო;
** მეურნეობა წარმოადგენს საოჯახო მეურნეობას;
** მეურნეობას ან მის ხელმძღვანელს აქვს სოციალურ მედიაში მეურნეობის წარმოების საკითხებთან დაკავშირებით აქტიურობის გამოცდილება და/ან არსებობს მის მიერ გამოყენებული მეთოდების სხვა ფერმერების მიერ რეპლიკაციის მაგალითები;
** მეურნეობას აქვს პროდუქციის რეალიზაციის აწყობილი მარკეტინგული სისტემა;
** მეურნეობაში ჰყავთ ფუტკარი და/ან სხვა შინაური ცხოველები და ჩაკეტილი ციკლი სისტემაში.

რისი დაფინანსება არის შესაძლებელი განაცხადით?

ბიო, რეგენერაციული, პერმაკულტურული, ბიოდინამიკური და/ან სხვა აგროეკოლოგიური პრაქტიკის გამოყენების დანერგვა/გაფართოებისათვის, საჭირო ინვესტიცია – საშუალებების, ტექნიკის და/ან აღჭურვილობის შეძენა როგორიცაა, მაგალითად კომპოსტისა და ვერმიკომპოსტის წარმოება-გამოყენება, თესლბრუნვის, კულტურათა მონაცვლეობის და/ან პესტიციდური მოქმედების მქონე მცენარეების დარგვა/შეთესვა, ძველი ქართული ჯიშების აღდგენა-გამრავლების კომპონენტის შემოტანა, წვეთოვანი რწყვის და/ან სადრენაჟო სისტემების გამართვა/გათანამედროვება, ქარსაფარი ზოლის გაშენება, სარეველებისა და მავნებლებ-დაავადებების, ასევე ნიადაგის ნაყოფიერების მართვის სისტემების გაუმჯობესება, მეურნეობის ჩაკეტილი ციკლის შექმნა და სხვ.

რა არ დაფინანსდება?

** მიწასთან და უძრავი ქონების შეძენასთან/იჯარასთან დაკავშირებული ხარჯები;
** კომუნალური გადასახადები;
** ლიცენზიები და ნებართვები;
** პესტიციდებისა და სასუქებისა და სახარჯი მასალის შეძენა;
** ინდივიდუალურ მეწარმედ ან იურიდიულ პირად რეგისტრაციის საფასური;
** შრომის ანაზღაურება;
** შენობა-ნაგებობების მშენებლობა და შეღობვა;
** ელ. ენერგიის შემოყვანასთან დაკავშირებული ხარჯები.

აპლიკანტის თანამონაწილეობა:

** აპლიკანტის თანამონაწილეობად ჩაითვლება მისი აგროეკოლგიური მეთოდებით მართული მეურნეობის გამოყენება და მეურნეობის საბრუნავი და ფიქსირებული ხარჯების დაფარვა;
** კომპოსტის წარმოების შემთხვევაში – 30%-იანი თანამონაწილეობა ინვენტარის შეძენის კომპონენტში;
** ვერმიკომპოსტის წარმოების შემთხვევაში – შესაბამისი ფართის მოწყობა.

კონკურსის ეტაპები:

1. საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრა – ჩატარდება 2022 წლის 2 ნოემბერს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” ზუგდიდის ოფისში (მისამართი: ზუგდიდი. ლაზის ქუჩა #14), 14:00 საათზე
2. ინტერესის განაცხადის წარდგენა (იხ. თანდართული ფორმა) – 2022 წლის 18 ნოემბრამდე
3. განაცხადების პირველადი გადარჩევა საგრანტო კომისიის მიერ წინასწარ დადგენილი საკონკურსო პირობების შესაბამისად – 2022 წლის 25 ნოემბრამდე
4. პირველადი გადარჩევის შემდეგ შერჩეული აპლიკანტების მეურნეობების მონახულება, მათი გაცნობა და მეურნეობაში ბიოწარმოების პოტენციალის შეფასება სპეციალისტის მიერ – 2022 წლის 2 დეკემბრამდე;
5. განაცხადების მეორადი გადარჩევა საგრანტო კომისიის სპეციალისტის დასკვნის საფუძველზე – 2022 წლის 9 დეკემბრამდე;
6. მეორე ეტაპზე შერჩეული განმცხადებლების მიერ საქართველოს ზოგიერთი წარმატებული ეგროეკოლოგიური მეურნეობის მონახულება პროექტის ფარგლებში ორგანიზებული გაცვლითი ვიზიტის ფარგლებში – თარიღი დაზუსტდება;
7. მეორე ეტაპზე შერჩეული განმცხადებლებისათვის საკონსულტაციო შეხვედრა პროექტის მოწვეულ სპეციალისტებთან – 2022 წლის 15 დეკემბრამდე;
8. საბოლოო განაცხადების წარდგენა – 2022 წლის 25 დეკემბერი;
9. განაცხადების საბოლოო გადარჩევა საგრანტო კომისიის მიერ წინასწარ დადგენილი საკონკურსო პირობების შესაბამისად – 2023 წლის 15 იანვარი (შეირჩევა ორი საუკეთესო განაცხადი);
10. გამარჯვებული პროექტების ბიუჯეტების საბოლოო ჩასწორება და ხელშეკრულების გაფორმება – 2022 წლის 1 თებერვლამდე.

საგრანტო განაცხადის წარდგენის წესი:

განსახილველად დარეგისტრირდება მხოლოდ თანდართული განაცხადის ფორმის შესაბამისად შევსებული განაცხადები.

საგრანტო კონკურსით დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ
ელექტრონულ ფოსტაზე: hazelnut@elkana.org.ge და greeningproject@elkana.org.ge, წერილის სათაურში (subject) მითითებული უნდა იყოს “საკონკურსო განაცხადი მწვანე კომპონენტის ფარგლებში”.

განაცხადები მიღების ბოლო ვადაა: 18 ნოემბერი 2022, 18:00 საათი.

დამატებითი ინფორმაცია და კონსულტაცია შეგიძლიათ მიიღოთ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” ზუგდიდის ოფისში (მისამართი: ზუგდიდი. ლაზის ქუჩა #14)
პროექტის საკონტაქტო პირები:

ირაკლი ტაბაღუა – ტელ: 597 08 63 53 ელფოსტა: hazelnut@elkana.org.ge
იასონ შეროზია – ტელ: 591 90 22 55 ელფოსტა: greeningproject@elkana.org.ge

წყარო