მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა

წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო

კონკურსის შესახებ:

 

თუ წარმოადგენთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს და დაინტერესებული ხართ მერძევეობის მიმართულებით, სახელმწიფო საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მონაწილეობა პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს კონკურსის გზით გამოვლენილ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის რძის გადამამუშავებელი საწარმოს საბაზრო ღირებულების 25%-ად გადაცემას. პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტს:

ახალქალაქის, დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტებში ასაშენებელი რძის გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი

პროგრამის ფარგლებში, პოტენციური ბენეფიციარის მიერ შევსებული განაცხადის ფორმა, სააგენტოს მიერ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად მიიღება მატერიალური სახით, სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში საქმისწარმოების სამსახურის თანამშრომელთან ან რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული სამსახურის თანამშრომელთან.

პროგრამის მიზანი

  • მესაქონლეობის განვითარების ხელშეწყობა;
  • რძის გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებით ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა;
  • გადამუშავებული თაფლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდა;
  • წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება;
  • სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მიგრაციული პროცესების შეჩერების ხელშეწყობა.

პროგრამის განმახორციელებელი

  • პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო.
  • პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტო

საქართველოს მთავრობის დადგენილება

კომპონენტი ითვალისწინებს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. კოთელიაში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფ. განახლებაში და წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. ტბეთში (ხადიკი) დღიურად 10 ტონა რძის გადამუშავების სიმძლავრის ასაშენებელი საწარმოების გადაცემის მიზნით ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გამოვლენას კონკურსის გზით. საწარმოების აშენებისა და გადაცემის შემდგომ, კოოპერატივები 8 წლის განმავლობაში დაფარავენ საწარმოს საბაზრო ღირებულების 25%-ს მთავრობის დადგენილებით და ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.

ერთი ერთეული საწარმოო ინფრასტრუქტურის საორიენტაციო (სავარაუდო) ღირებულება შეადგენს 6,000,000 ლარს (თითოეული საწარმოს საბაზრო ღირებულება დადგინდება საწარმოების აშენების და სრულად აღჭურვის შემდგომ).

რძის საწარმოს აღჭურვილობა

პირობები

  • პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში;
  • მეპაიეთა რაოდენობა შეადგენს მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებულ არანაკლებ 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს;
  • პოტენციური ბენეფიციარის მეპაიე თითოეულ კოოპერატივს ან/და მათ მეპაიეებს (ერთობლივად) საკუთრებაში ჰყავთ არანაკლებ 200 სული ფური და/ან დეკეული;
  • ფური და/ან დეკეული, რომელიც პოტენციური ბენეფიციარის რამოდენიმე მეპაიე კოოპერატივის საკუთრებაში ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში ფიქსირდება ჩაითვლება ერთ სულად;
  • პოტენციურ ბენეფიციარს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება;
  • პოტენციური ბენეფიციარი არ არის აღრიცხული მოვალეთა რეესტრში.
  • განაცხადის ფორმა;
  • უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • წევრთა რეესტრის ასლი;
  • ცნობა სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოდან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და ამავე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა მფლობელობაში არსებული არანაკლებ 200 სული ფურის ან/და დეკეულის შესახებ;
  • ცნობა/ამონაწერი სსიპ – შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალიდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ნოტარიალურად დამოწმებული კოოპერატივის წევრთა საერთო კრების ოქმი, სადაც გამოხატულია თანხმობა პროგრამაში მონაწილეობის და პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ.
  • ცნობა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;
  • სხვა დამატებითი დოკუმენტაცია სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში;

ვალდებულებები

სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 წლის განმავლობაში ბენეფიციარი ვალდებულია:

ა) არ დაუშვას ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული აღჭურვილობის გასხვისება;

ბ) არ დაუშვას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობის შემცირება;

გ) არ დაუშვას მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობის შემცირება;

დ) შეინარჩუნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;

ე) უზრუნველყოს თანხის გადახდა დადგენილებით და ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.

გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები

  1. ერთი მონაწილის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით;
  2. ერთზე მეტი მონაწილის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება:
  • იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელსაც ეყოლება მეტი ფური/დეკეული;
  • იმ შემთხვევაში თუ ფურების/დეკეულების რაოდენობა თანაბარია პრიორიტეტი მიენიჭება იმ პოტენციურ ბენეფიციარს, რომელსაც მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები მეტი მეპაიე ჰყავს;
  • იმ შემთხვევაში, თუ მეპაიეთა რაოდენობაც თანაბარია, პრიორიტეტი მიენიჭება განაცხადის წარმოდგენის უადრეს თარიღს.