მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო
თუ წარმოადგენთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს და დაინტერესებული ხართ მერძევეობის მიმართულებით, სახელმწიფო საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მონაწილეობა პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს კონკურსის გზით გამოვლენილ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის რძის გადამამუშავებელი საწარმოს საბაზრო ღირებულების 25%-ად გადაცემას.
პროგრამის ფარგლებში, პოტენციური ბენეფიციარის მიერ შევსებული განაცხადის ფორმა, სააგენტოს მიერ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად მიიღება მატერიალური სახით, სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში საქმისწარმოების სამსახურის თანამშრომელთან ან რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული სამსახურის თანამშრომელთან.
პროგრამის მიზანი
- მესაქონლეობის განვითარების ხელშეწყობა;
- რძის გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებით ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა;
- გადამუშავებული თაფლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდა;
- წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება;
- სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მიგრაციული პროცესების შეჩერების ხელშეწყობა.
პროგრამის განმახორციელებელი
- პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო.
- პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტო
საქართველოს მთავრობის დადგენილება
ახალქალაქის, დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტებში ასაშენებელი რძის გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი
კომპონენტის ფარგლებში განაცხადები მიიღება 2023 წლის 1 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით |
კომპონენტი ითვალისწინებს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. კოთელიაში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფ. განახლებაში და წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. ტბეთში (ხადიკი) დღიურად 10 ტონა რძის გადამუშავების სიმძლავრის ასაშენებელი საწარმოების გადაცემის მიზნით ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გამოვლენას კონკურსის გზით. საწარმოების აშენებისა და გადაცემის შემდგომ, კოოპერატივები 8 წლის განმავლობაში დაფარავენ საწარმოს საბაზრო ღირებულების 25%-ს მთავრობის დადგენილებით და ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.
ერთი ერთეული საწარმოო ინფრასტრუქტურის საორიენტაციო (სავარაუდო) ღირებულება შეადგენს 6,000,000 ლარს (თითოეული საწარმოს საბაზრო ღირებულება დადგინდება საწარმოების აშენების და სრულად აღჭურვის შემდგომ).
ვალდებულებები
სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 წლის განმავლობაში ბენეფიციარი ვალდებულია:
ა) არ დაუშვას ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული აღჭურვილობის გასხვისება;
ბ) არ დაუშვას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობის შემცირება;
გ) არ დაუშვას მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობის შემცირება;
დ) შეინარჩუნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;
ე) უზრუნველყოს თანხის გადახდა დადგენილებით და ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.
გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები
- ერთი მონაწილის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით;
- ერთზე მეტი მონაწილის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება:
- იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელსაც ეყოლება მეტი ფური/დეკეული;
- იმ შემთხვევაში თუ ფურების/დეკეულების რაოდენობა თანაბარია პრიორიტეტი მიენიჭება იმ პოტენციურ ბენეფიციარს, რომელსაც მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები მეტი მეპაიე ჰყავს;
- იმ შემთხვევაში, თუ მეპაიეთა რაოდენობაც თანაბარია, პრიორიტეტი მიენიჭება განაცხადის წარმოდგენის უადრეს თარიღს.