მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა
პროგრამის ფარგლებში, პოტენციური ბენეფიციარის შევსებული განაცხადის ფორმა, სააგენტოს მიერ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად მიიღება მატერიალური სახით, სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში საქმისწარმოების სამსახურის თანამშრომელთან ან რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული სამსახურის თანამშრომელთან.
პროგრამა ითვალისწინებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში აშენებული, დღიურად 2 ტონა თაფლის გადამუშავების სიმძლავრის მქონე თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს (მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობები და საწარმოო აღჭურვილობები) გადაცემას კონკურსის წესით შერჩეული სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივისათვის ღირებულების 30 პროცენტად, რომელსაც კონკურსში გამარჯვებული კოოპერატივი დაფარავს 8 წლის განმავლობაში მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.
საწარმოო ინფრასტრუქტურის საბაზრო ღირებულება შეადგენს 2,501,938 ლარს.
პროგრამის მიზანი
ა) თაფლის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ინტეგრირებული სისტემების (ერთიანი საწარმოო ციკლის) შექმნის უზრუნველყოფა.
ბ) თაფლის კონკურენტუნარიანობის გაზრდა;
გ) გადამუშავებული თაფლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდა;
დ) თაფლის საექსპორტო პოტენციალის ზრდა;
ე) სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო.
პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის დადგენილება
სრული ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.