“მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის” სახელმწიფო პროგრამა

“მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის” სახელმწიფო პროგრამა

“მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის” სახელმწიფო პროგრამა, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) სრული დაფინანსებით, იწყებს განაცხადების მიღებას საქართველოს 4 რეგიონში – სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – რძის წარმოებაში ჩართული ფერმერებისგან, მათთვის სრულად დაფინანსებული, ტექნიკური დახმარების მისაღებად, რათა გააუმჯობესონ ფერმის ჰიგიენური პირობები, პირუტყვის პროდუქტიულობა, წარმოებული პროდუქციის ხარისხი/მოცულობა და ა.შ.

პროგრამის ფარგლებში განაცხადის წარმოდგენა შეუძლია ყველა ფერმერს, ვინც:

  • ფლობს 6-დან 20 სულამდე მერძეულ პირუტყვს (ფურს);
  • აწარმოებს და მომხმარებელს აწვდის რძეს და რძის პროდუქტებს.

პროგრამის პირობები:

მონაწილედ შერჩეულ ფერმერთა მეურნეობაში – ექსპერტთა რეკომენდაციის და მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე – მოეწყობა შემდეგი ტიპის სადემონსტრაციო ფერმები:

  • რძის მენეჯმენტი/რძის ჰიგიენა;
  • ცხოველის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა;
  • პირუტყვის საკვების წარმოება;
  • პირუტყვის საკვების კონსერვაცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://rda.gov.ge/projects/read/dairy_modernization_market/23:parent