მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა
პროგრამაში განაცხადების მიღება 2022 წლის 12 სექტემბრის 12:00 სთ-დან დაიწყება.
პროგრამა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
განაცხადების მიღება, სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით არის შესაძლებელი.
შემოსული განაცხადის შესაბამისობის დადგენის შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა, უნდა წარმოადგინოს ბიზნესგეგმა/ბიზნესმოდელი და ფინანსური თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ბიზნესგეგმის/ბიზნესმოდელის შეფასების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გადასვლის საკითხი განიხილება თანადაფინანსების კომიტეტის სხდომაზე, სადაც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის თანადაფინანსების შესახებ. განაცხადები განიხილება წარდგენის თარიღის რიგითობის შესაბამისად.
პროგრამის მიზანი და ამოცანა
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. პროგრამის ამოცანაა რძის მცირე მწარმოებლებისთვის მდგრადობის და მოქნილობის ხელშეწყობა.
პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ვებგვერდის საშუალებით არის შესაძლებელი, განაცხადის წარმოდგენისთვის ბენეფიციარმა უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები:
მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაცია
განაცხადის შევსება და გადაგზავნა.
მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაციისთვის ან უკვე არსებულ ანგარიშზე შესასვლელად გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: ანგარიშზე შესვლა / რეგისტრაცია
სრული ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.