მცირე გრანტები საპილოტე რეგიონებისთვის (30 000 ლარამდე)
პროექტის მიზანი: საგრანტო პროგრამის ამოცანას წარმოადგენს საპილოტე რეგიონებში (იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით ადგილობრივი საწარმოების ბიზნეს პროცესებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვისკენ მიმართული ღონისძიებების (მათ შორის, ფინანსებზე წვდომის ინსტრუმენტების გაძლიერების) მხარდაჭერას. საგრანტო კონკურსი ინოვაციურ მეწარმეებს საშუალებას მისცემს მიაწოდონ ბაზარს ახალი პროდუქცია და მომსახურება, განავითარონ რეგიონული ღირებულებათა ჯაჭვი და რეგიონული ეკონომიკის პროდუქტულობის დონე.
მცირე გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს:
- ინოვაციების დანერგვას, ტესტირებას ან გაუმჯობესებას მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის;
- მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და რეგიონული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას;
- საპილოტე რეგიონებში ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, დამატებით ფინანსებზე წვდომის შესაძლებლობას და ასევე, რეგიონების ადმინისტრაციულ ცენტრებში საჭირო ინოვაციური ინფრასტრუქტურისა და დანადგარების არსებობას;
- რეგიონული ინოვაციური და/ან ტექნოლოგიური პოტენციალისა და ეკოსისტემის გაძლიერებას.
მცირე გრანტი შეიძლება გაიცეს:
ა) ინოვაციების ან/და ტექნოლოგიების მიმართულებით პროტოტიპების შექმნის დასაფინანსებლად – (არაუმეტეს 30,000 ლარისა), რაც გულისხმობს ინოვაციური პროექტებისთვის მოწყობილობების და კომპიუტერული პროგრამების შექმნას ;
ბ) ბიზნეს პროცესში ინოვაციური ან ტექნოლოგიური ელემენტის ინტეგრირებისთვის.
აღნიშნული პროგრამა თქვენთვისაა:
თუ მუშაობთ ინოვაციურ მოწყობილობასა ან/და პროგრამაზე, ხართ 4 საპილოტე რეგიონში (იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი ან აპირებთ დარეგისტრირებას აღნიშნულ რეგიონებში, ან თქვენი საქმიანობის არეალი მოიცავს აღნიშნულ რეგიონებს.
ფიზიკური პირის საგრანტო განაცხადის გამარჯვების შემთხვევაში, მის მიერ მეწარმე სუბიექტის (შ.პ.ს.-ის) რეგისტრაცია 4 საპილოტე რეგიონიდან ერთ-ერთში სავალდებულოა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე.
დაფინანსება შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი მიმართულებით:საქონლის, მომსახურებისა (პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების) და არაფინანსური აქტივების, მათ შორის ძირითადი საშუალებების (მანქანა-დანადგარები) შესაძენად.
საგრანტო კონკურსის დასრულებიდან 1 თვის ვადაში სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას.
პროტოტიპის საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) პროექტის გუნდის კომპეტენცია;
ბ) ბაზრის მოცულობა/მასშტაბი/შესაძლებლობა;
გ) კონკურენტული უპირატესობა;
დ) პროდუქტი/ტექნოლოგია;
ე) გავლენა საპილოტე რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე
ასევე მნიშვნელოვანია, პროექტი ხელს უწყობდეს 4 საპილოტე რეგიონში ინოვაციური წარმოებით რეგიონის პოტენციალის გაძლიერებას და შედეგად რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას.
საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირებას, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.
პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, სააგენტო გრანტს ჩარიცხავს ორ ეტაპად, პირველი და მეორე ჩარიცხვის ვადები დამოკიდებულია შერჩეული პროექტის მაქსიმალურ ხანგრძლივობაზე მეორე, ე.ი. საბოლოო გადარიცხვა მოხდება გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი ფინანსური და პროგრამული ანგარიშების შემოწმების შემდეგ, დადებითი დასკვნის შემთხვევაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.