მცირე საგრანტო კონკურსი განვითარებადი სათემო ორგანიზაციების გასაძლიერებლად
განმცხადებლებმა ევროპის ფონდში სრული საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2022 წლის 3 ივნისის 18:00 საათისა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ
მისამართზე: info@epfound.ge (გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ: EMC Small Grants Competition).
კონკრეტულად, განმცხადებელმა ფონდს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები
(ნიმუშები ხელმისაწვდომია ფონდის ვებ-გვერდზე https://epfound.ge/ge/grantmaking/application-forms ):
- პროექტის სრული განაცხადი (ორგანიზაციის ბლანკით ან შტამპით და დირექტორის ხელმოწერით დამოწმებული)
- შევსებული ლოგიკური მოდელის ფორმა
- დეტალური და პუნქტების მიხედვით გაწერილი ბიუჯეტი (Excel-ის ფორმატში)
- საჯარო რეესტრიდან ამონაწერი
- პროექტის ყველა მონაწილის რეზუმეები კონკურსში წარმოდგენილი პროექტები მხოლოდ განმცხადებელი ორგანიზაციის ნამუშევარს უნდა ასახავდეს. პლაგიატს შედეგად კონკურსიდან ორგანიზაციისა და პროექტის დაუყოვნებლივი დისკვალიფიკაცია მოჰყვება.
საკონტაქტო პირი: ირინა ღუღუნიშვილი, პროგრამის მენეჯერი (ighughunishvili@epfound.ge)
პროექტის სრული აღწერილობა იხილეთ თანდართულ ფაილად.