საგრანტო კონკურსი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდისთვის
წყარო: აშშ-ის საელჩო საქართველოში
საკონკურსო განაცხადების შერჩევა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 10 000$-დან 500 000$-მდე ღირებულების პროექტებზე
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს საპროექტო განაცხადის აბსტრაქტების მიღებას აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის (AFCP) 2023 წლის კონკურსში. გთხოვთ, ქვემოთ იხილოთ დეტალები კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
AFCP-ის მეშვეობით სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტებს სამი მიმართულებით:
- კულტურული ძეგლები – როგორიცაა, ისტორიული შენობები, არქეოლოგიური ობიექტები და არამხოლოდ;
- კულტურული ღირებულების მქონე ნივთები და კოლექციები – მუზეუმიდან, ისტორიულ-კულტურული ადგილებიდან ან მსგავსი დაწესებულებებიდან- მაგალითად: არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები (ობიექტები), ნახატები, სკულპტურები, ხელნაწერები, და ზოგადი სამუზეუმო ექსპონატების კონსერვაციის საჭიროება;
- ტრადიციული გამომხატველობითი კულტურის ფორმები – როგორიცაა ტრადიციული მუსიკა, ადგილობრივი ენები, ტრადიციული რეწვის სახეობები.
წარდგენის ვადა: პროექტის აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 2 დეკემბრის 18:00 საათი. 18:00 საათის შემდგომ წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება. განაცხადები მიიღება ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: TbilisiCultural@state.gov ჩვენ დავადასტურებთ თითოეული განაცხადის მიღებას. თუ არ მიიღებთ დამადასტურებელ წერილს, გთხოვთ, შეამოწმოთ თქვენს მიერ გამოგზავნილი განაცხადი და დარწმუნდით, რომ წერილი არ აღემატება დაშვებულ ზომას და ხელახლა გაგზავნოთ.
დაფინანსების ზოგადი პრიორიტეტები: AFCP რეკომენდაციას გაუწევს იმ პროექტების დაფინანსებას, რომლებიც შეესაბამება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გაიდლაინებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. პროექტით გათვალისწინებული აქტივობები შეიძლება იყოს:
- კულტურული ძეგლები: უძველესი ან ისტორიული შენობის შენარჩუნება/დაცვა, არქეოლოგიური ობიექტის შენარჩუნება/დაცვა (არქეოლოგიურ ობიექტების გადახურვის გარდა), რეგიონში კულტურული ღირებულების მქონე ობიექტების აღწერა/დოკუმენტაცია დაცვის მიზნით.
- კულტურული ღირებულების მქონე ნივთები და კოლექციები: ნივთის ან კოლექციის დამუშავება კონსერვაციის მიზნით; კოლექციის საჭიროებების განსაზღვრა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე და სტრატეგიის შემუშავება მისი მდომარეობის შენარჩუნების ან გაუმჯობესებისათვის; კოლექციის აღრიცხვა მისი დაცვისა და შენარჩუნების მიზნით; კოლექციის შენახვისა და გამოფენისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა; სპეციალიზირებული ტრენინგი კოლექციის მოვლა-დაცვის საკითხებში.
- ტრადიციული გამომხატველობითი კულტურის ფორმები: ტრადიციული მუსიკისა და ცეკვების დოკუმენტაცია და აუდიოვიზუალური ჩაწერა ფართო გავრცელებისა და სასწავლო, აგრეთვე მისი სამომავლო შენარჩუნების მიზნებისათვის, ასევე ტრენინგი გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ტრადიციული გამოყენებითი ხელოვნების და ტრადიციული რეწვის სახეობების შენარჩუნების საკითხებში.
2022 წელს AFCP უპირატესობას მიანიჭებს პროექტებს, რომლებსაც ეხება შემდეგი:
- კატასტროფის რისკის შემცირების მხარდაჭერა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის, რომლებიც კატასტროფის შესაძლო ზონებშია განლაგებული ან კატასტროფის შედეგად დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა,
- თანამშრომლობა აშშ-ს საელჩოს სხვა, უკვე არსებულ პროგრამებთან.
მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პროექტის აბსტრაქტი (გთხოვთ, იხილოთ აბსტრაქტის წარსადგენი სააპლიკაციო ფორმა):
- პროექტის სათაური,
- პროექტის ვადები (თვეებში),
- პროექტის ადგილმდებარეობა და ძეგლის/კოლექციის აღწერილობა,
- პროექტის ბიუჯეტი აშშ დოლარში,
- პროექტის წარმდგენის/ორგანიზაციის სახელი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია,
- შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის ნებართვას პროექტის განხორციელებაზე,
- პროექტის წარმდგენი ორგანიზაციის სემ-ში რეგისტრაციის სტატუსი,
- პროექტის მიზანი, რომელიც აერთიანებს დაცვის მიზნებს და ამ მიზნების მისაღწევად დაგეგმილ აქტივობებს; და პროექტთან მიმართებაში მასპინძელი ქვეყნის ან საზოგადოების უფრო ფართო მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად დაგეგმილი აქტივობები,
- ხუთი მაღალი ხარისხის ციფრული ფოტო (JPEG) ან აუდიოვიზუალური ფაილი. გთხოვთ, ფოტოები ან აუდიოვიზუალური ფაილები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: Tbilisiafcp@gmail.com
2023 წლის მარტის ბოლოს, აშშ-ის საელჩო საქართველოში პირადად დაუკავშირდება შერჩეულ აპლიკანტებს, რათა მათ წარადგინონ სრული განაცხადი, რომელიც უნდა მოიცავდეს:
- პროექტის თარიღებს,
- პროექტის აქტივობების აღწერას და ძირითადი ფაზების განრიგს, საკვანძო თარიღების მითითებით ქრონოლოგიურად (გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ პროექტის განხორციელების უნდა მოხდეს 60 თვეში (5 წელი),
- დაგეგმილი სამუშაოს შესწორებული/დეტალური აღწერა (1) მკაფიო გეგმა მიზნის მისაღწევად დაგეგმილი ღონისძიებების და (2) ქვეყნის ან საზოგადოების ჩართულობით უფრო ფართო მიზნის მისაღწევად დაგეგმილი აქტივობები (შენიშვნა: როგორც (1) ისე (2) შემთხვევეში ხაზგასმით აღნიშნეთ ყველა ძირითადი ეტაპი და მათი მიღწევის თარიღი. თითოეული აქტივობა ნათლად უნდა მიდიოდეს შესაბამის მიზნამდე. Მთლიანობაში უნდა ჩანდეს მკაფიო და ყოვლისმომცველი გაგება თუ როგორ გეგმავს შემსრულებელი მიაღწიოს დასახულ მიზანს).
- ისტორიული, არქიტექტურული, მხატვრული ან კულტურული (არა-რელიგიური) მნიშვნელობის აღწერას ადგილმდებარეობის, კოლექციების ან ტრადიციული გამოხატულების,
- შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის ნებართვას პროექტის განხორციელებაზე,
- საზოგადოების ინფორმირებულობის გეგმას, რომელიც ასახავს, თუ როგორ აპირებს აპლიკანტი აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის მიერ მხარდაჭერილი აქტივობების წარმოჩენას ბეჭდური, ელექტრონული და სოციალური მედიის საშუალებით,
- აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის პროგრამის დასრულების შემდეგ ობიექტის თუ კოლექციის შენარჩუნების გეგმებს და გზებს,
- პროექტზე მომუშავე ძირითადი გუნდის წევრების CV-ს ინგლისუ ენაზე,
- დეტალურ ბიუჯეტს დაყოფილს ერთ წლიან პერიოდებად (2023, 2024, 2025 და ა.შ.) სადაც ცალკე კატეგორიებად იქნება ჩამოთვლილი ყველა ხარჯი (პერსონალი, დამატებითი შეღავათები, მგზავრობა (დღიური ხარჯის ჩათვლით), აღჭურვილობა, მასალები, კონტრაქტორები, სხვა პირდაპირი თუ არაპირდაპირი ხარჯი, თანამონაწილეობის წილი), მიუთითეთ სხვა წყაროს დაფინანსება და ასევე დასაბუთება საერთაშორისო მგზავრობის შემთხვევაში.(გთხოვთ, იხილოთ ბიუჯეტის ფორმა ექსელში)
- ბიუჯეტის აღწერას, სადაც ნაჩვენები იქნება როგორ იქნა ხარჯები შედგენილი (რაოდენობა x ერთეულის ფასზე, ყოველწლიური ანაზღაურება x პროექტზე დახარჯული დროის შეფარდებაზე) და მსხვილი საბიუჯეტო ხარჯები,
- ფედერალური დახმარების სრულ, შევსებულ აპლიკაციას (SF-424), მათ შორის ინფორმაცია ბიუჯეტის შესახებ არა-სამშენებლო პროგრამებისათვის (SF-424A), გარანტიები არა-სამშენებლო პროგრამებისათვის (SF-424B), და საჭიროების შემთხვევაში, ლობირების მხილების შევსებულ აპლიკაციას (SF-LLL)
- შესაბამის დამატებით დოკუმენტაციას, როგორიცაა ისტორიული სტრუქტურის ანგარიშები, აღდგენითი გეგმები და კვლევები, კონსერვაციის საჭიროებების შეფასება და რეკომენდაციები, არქიტექტურული და საინჟინრო ჩანაწერები და ა.შ., შედგენილი შემოთავაზებული პროექტის მოსამზადებლად.
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე აპლიკანტები: სანდო და ანგარიშგასაწევი არა-კომერციული სამართალსუბიექტები, როგორებიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები, მუზეუმები, კულტურის სამინისტრო, ან მსგავსი დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომელთაც შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ აქვთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტების მართვის სათანადო გამოცდილება და უნარი.
დაუშვებელი აქტივობები და ხარჯები: AFCP არ დააფინანსებს იმ აქტივობებსა და ხარჯებს, რომელიც მოცემულია ქვემოთ, აგრეთვე არაშესაფერისად ჩაითვლება ის განაცხადი რომელიც ითვალისწინებს ნებისმიერ ქვემოთ მოყვანილ აქტივობას ან ხარჯს.
- კერძო ან კომერციულ საკუთრებაში არსებული კულტურული ობიექტის, კოლექციის, ან უძრავი ქონების დაცვითი ღონისძიება ან შესყიდვა, მათ შორის იმ ობიექტებისა რომელთა კერძო ან კომერციული საკუთრებიდან საჯარო საკუთრებაში გადაცემა იგეგმება, ან მიმდინარეობს გადაცემის პროცესი, თუმცა აღნიშნული პროცესი არ არის დასრულებული განაცხადის შეტანის დროისათვის;
- ბუნებრივი მემკვიდრეობის (ფიზიკური, ბიოლოგიური ან გეოლოგიური წარმონაქმნების, პალეონტოლოგიური კოლექციების, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველთა ან მცენარეთა სახეობების, წიაღისეულის და ა.შ.) დაცვა;
- ჰომინიდის ან ადამიანის ნაწილების პრეზერვაცია;
- ახალი ამბების მედიის (გაზეთები, რადიო და სატელევიზიო პროგრამები და ა.შ.) დაცვითი ღონისძიებანი;
- ხელმისაწვდომი გამოქვეყნებული მასალების (წიგნები, პერიოდული გამოცემები) დაცვითი ღონისძიებანი;
- საკლასო სასწავლო პროგრამის ან საგანმანათლებლო მასალის შემუშავება/განვითარება;
- არქეოლოგიური გათხრები ან საძიებო კვლევები სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის;
- ისტორიული კვლევები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კვლევა დასაბუთებულია, როგორც შეთავაზებული პროექტის განუყოფელი ნაწილი;
- ახალი ექსპონატების, ნივთების ან კოლექციების შეძენა ან შექმნა ახალი ან არსებული მუზეუმებისათვის;
- ახალი შენობის, დამატებითი ნაგებობის ან მუდმივი საფარველის (მაგ: არქეოლოგიურ ობიექტების გადახურვა) აგება;
- ხელოვნების ან არქიტექტორული ნიმუშების ასლების შექმნა მემორიალური, ან ეკონომიკური განვითარების მიზნებისათვის;
- ტრადიციული ცეკვების, სიმღერების, საგალობლების, მუსიკალური კომპოზიციების, დადგმების ან სხვა წარმოდგენების ახალი ან ადაპტირებული ვერსიების შექმნა;
- რეპლიკის შექმნა ან რეკონსტრუქცია იმ კულტურული ობიექტების ან ძეგლებისა, რომლებიც აღარ არსებობს ან დანგრეულია;
- კულტურული ძეგლის ფიზიკურად ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა;
- კულტურული ძეგლის ობიექტების ან მისი შემადგენელი ელემენტების გატანა ქვეყნიდან ნებისმიერი მიზნით;
- კულტურული ღირებულების მქონე ნივთების/ობიექტების ან კოლექციების დიგიტალიზაცია, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს აქტივობა არის მკაფიოდ განსაზღვრული კონსერვაციისა ან აღწერა/დოკუმენტაციისაკენ მიმართული ძალისხმევის ნაწილი;
- კონსერვაციის გეგმის ან სხვა კვლევები გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის დიდი პროექტის ნაწილია, რომელიც გულისხმობს კვლევის შედეგების განხორციელებას.
- სარეზერვო თანხები, ფულადი შეწირულობა, ან განახლებადი ფონდები (თანხები უნდა გაიხარჯოს 5 საგრანტო პერიოდში /5 წლამდე პერიოდში/ და არ შეიძლება მათი გამოყენება საქველმოქმედო ან განახლებადი ფონდების შესაქმნელად);
- თანხების მოზიდვის ხარჯები;
- სათადარიგო, გაუთვალისწინებელი ან უცნობი ხარჯები;
- იმ სამუშაოს ხარჯები, რომელიც შესრულდა საგრანტო კონკურსის გამოცხადებამდე;
- საზღვარგარეთ მგზავრობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მგზავრობა დასაბუთებულია და არის შეთავაზებული პროექტის განუყოფელი ნაწილი;
- მოგზაურობა ან სწავლა პროფესიული განვითარებისათვის მასპინძელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
- ინდივდუალური პროექტები, რომელთა ღირებულება 10 000 დოლარზე ნაკლებია;
- დამოუკიდებელი ამერიკული პროექტები საზღვარგარეთ.
არაშესაფერისი აპლიკანტები: AFCP არ გასცემს გრანტებს კერძო პირებზე, კომერციულ ორგანიზაციებზე, ან ორგანიზაციებზე, რომლებმაც ვერ შეასრულეს აქამდე მიღებული გრანტების მიზნები ან საანგარიშო მოთხოვნები.
დანს ნომერი და სემში რეგისტრაცია: აპლიკანტი ვალდებულია მოიპივოს ნატოს კომერციული და სამთავრობო უწყების კოდი და დარეგისტრირდეს სემში. გთვოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია და შესაძლებელია ამ პროცესს კვირები/თვეები დასჭირდეს, განსაკუთრებით ეხება აშშ-ის გარეთ დარეგისტრირებულ ორგანიზაციების. აშშ-ის გარეთ დაარსებულმა აპლიკანტებმა ნატოს კომერციული და სამთავრობო უწყების კოდი შეუძლიათ მიიღონ შემდეგ მისამართზე https://eportal.nspa.nato.int/AC135Public/scage/CageList.aspx. სემი აშშ-ის მთავრობის უფასო, ელექტრონული სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაა. იგი აგროვებს, ამტკიცებს, ინახავს და ავრცელებს მონაცემებს ფედერალური სააგენტოს შენაძენის და გრანტის მინიჭების მისიის მხარდასაჭერად.
2023 წლის აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამის შეახებ
საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება ოთხშაბათს, 9 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში.
Tbilisicultural@state.gov; სათაურის ველში მიუთითეთ: AFCP 2023