საგრანტო კონკურსი სათემო პროექტების მხარდასაჭერად
თანდართული ფაილი: wetransfer_2022_12_01_1304_5538590.zip
წყარო: სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (CSRDG) აცხადებს საგრანტო კონკურსს სათემო პროექტების მხარდასაჭერად.
კონკურსის მიზანი:
იმ სათემო პროექტების/ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი, სათემო ორგანიზაციებისა და აქტივისტთა ჯგუფების გაძლიერებასა და მათი შესაძლებლობების განვითარებას როგორც საზოგადოებრივი ნდობის მოპოვების, ისე ადგილებზე არსებული შესაძლებლობების/რესურსების ეფექტურად გამოყენების კუთხით და, ამ მხრივ, გააუმჯობესებს სამოქალაქო სექტორის იმიჯს, მოქნილობასა და ფინანსურ მდგრადობას.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, ააიპ სტატუსის მქონე, მოქმედ საზოგადოებრივ ან სათემო ორგანიზაციას, ასევე, საინიციატივო/აქტივისტთა ჯგუფს. ორგანიზაციას/ჯგუფს შეუძლია კონკურსში ერთზე მეტი საგრანტო განაცხადის წარმოდგენა. თუმცა, ერთ ორგანიზაციაზე/ჯგუფზე გაიცემა არაუმეტეს ერთი გრანტისა.
უპირატესობა მიენიჭება:
** ახალბედა ორგანიზაციებს/აქტივისტთა ჯგუფებს (სულ მცირე ერთი წლის ისტორიით);
** რეგიონებში მოქმედ ორგანიზაციებს;
** მოწყვლად თემზე (მთიანი რეგიონები, ადმინისტრაციული ცენტრიდან დაშორებული სოფლები, ეთნიკური/რელიგიური უმცირესობები, შშმ და სხვ.) მიმართულ ინიციატივებს.
** იმ საპროექტო განაცხადებს, სადაც უზრუნველყოფილია საქმიანობებში ქალების, სხვადასხვა უმცირესობების ან მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა.
წარსადგენი განაცხადის სრული პაკეტი მოიცავს შემდეგ დოკუმენტაციას:
** პროექტის განაცხადი – მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას.
** დანართი #1 – პროექტის საქმიანობის გეგმა – მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას.
** დანართი #2 – დეტალური ბიუჯეტი – მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას.
** საგრანტო პროექტის განმახორციელებელი გუნდის ძირითადი წევრების რეზიუმეები (CV).
** განმცხადებლების ბოლო 6 თვის მანძილზე განახლებული ამონაწერი იურიდიულ პირთა რეესტრიდან (რეგისტრირებული ჯგუფის შემთხვევაში).
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა/ჯგუფებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: STAR.community.grants@gmail.com
გამოგზავნის შემდეგ მიიღებთ საპასუხო წერილს იმის თაობაზე, რომ თქვენი განაცხადი მიღებულია.
განაცხადების ელ-ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 17 იანვარი, 24:00 საათი.
საკონტაქტო ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: STAR.community.grants@gmail.com
საკონტაქტო პირი: ანა ნადირაშვილი, გრანტების მენეჯერი.