სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა
ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” (STAR Initiative) ფარგლებში, “კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)” აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს აჭარის რეგიონში ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, მუნიციპალური გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მხარდასაჭერად.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომელსაც: გააჩნია აჭარის რეგიონში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
მის მიერ შემოთავაზებული საპროექტო გუნდის სულ მცირე ორ წარმომადგენელს მიღებული აქვს მონაწილეობა კონკურსის ფარგლებში 2022 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში ჩატარებულ ვებინარში “ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი, 2021 წლის შეფასების შედეგები და გამოწვევები”;
კონკურსში ვერ მიიღებენ მონაწილეობას პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა (STAR Initiative)” პარტნიორი სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ჰაბები.
კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა საგრანტო განაცხადები უნდა წარმოადგინონ 2022 წლის 26 აგვისტომდე.
საპროექტო განაცხადი და ბიუჯეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, თანდართული ფორმის მიხედვით.
დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ctc.org.ge.
ვრცლად განაცხადი იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.