სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა:“მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის”
ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი “სამოქალაქო
საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო
საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს:
1. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო
სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების
გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება, ბიზნესის
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია.
2. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების
გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების
სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული
საქმიანობის წახალისება.
3. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო
სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ზედამხედველობისა
და ადვოკატირების თვალსაზრისით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და
განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
ინტერესის გამოხატვის მოთხოვნის მიზანი
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის ფარგლებში, CSRDG გეგმავს სხვადასხვა საგრანტო
კონკურსის გამოცხადებას, სათემო ინიციატივების, მხარდამჭერთა მოზიდვის და ქრაუდფანდინგის კამპანიების მხარდაჭერის მიზნით.
ინტერესის გამოხატვის მოთხოვნის ძირითადი მიზანი არის რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება და პროფესიონალური სამოქალაქო საზოგადოების ქსელების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ინტერესის გამოხატვის მოთხოვნის ამოცანაა, გამოავლინოს და შეარჩიოს ხსენებული პროექტების განხორციელების გამოცდილების მქონე მენტორი-ორგანიზაციები.
2021-2024 წლების განმავლობაში CSRDG გასცემს 20-მდე საპარტნიორო გრანტს მენტორ
ორგანიზაციებზე, რომლებიც შეასრულებენ მენტორის/ქოუჩის როლს და გაუწევენ საჭირო
კონსულტაციას, რჩევასა და მითითებას ნაკლებად გამოცდილ სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებს. თითოეული საპარტნიორო გრანტის მოცულობა არ აღემატება 3000 ევროს.
აღნიშნული საგრანტო თანხა ითვალისწინებს პროექტის განხორციელების პერიოდში ერთი მენტორი სამოქალაქო ორგანიზაციის მიერ ერთიდან სამამდე გრანტის მიმღების დახმარებას. მენტორობის საჭიროების მქონე გრანტის მიმღების საბოლოო რაოდენობა (მაქსიმუმ 3) განისაზღვრება ინდივიდუალურად, თითოეული გრანტის მიმღების საქმიანობაში მენტორი ორგანიზაციის ჩართულობის მოცულობის მიხედვით.
კონკურსში მონაწილეობა
საპარტნიორო გრანტების მიმართ ინტერესის გამოხატვის შესაძლებლობა აქვთ საქართველოში
რეგისტრირებულ და მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. დაინტერესებულმა
ორგანიზაციებმა უნდა შეავსონ მითითებულ ბმულზე არსებული ანკეტა.
CSRDG შექმნის მენტორობით დაინტერესებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა რეესტრს და საჭიროების შესაბამისად დაუკავშირდება მათ. კერძოდ მენტორი და სამენტორო სამოქალაქო ორგანიზაციების შერჩევის პროცესი წარიმართება შემდეგნაირად:
● CSRDG აცხადებს საგრანტო კონკურსს.
● საგრანტო პროექტების შეფასების კომისია შეაფასებს საგრანტო კონკურსებში წარმოდგენილ
პროექტებს.
● საგრანტო პროექტების შეფასების კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომ ზოგიერთ
პოტენციურ გრანტის მიმღებს, შესაძლოა, დასჭირდეს მენტორინგი/ქოუჩინგი მათი
პროექტების განხორციელებისას;
● CSRDG შერჩეულ საპროექტო განაცხადებს უგზავნის რეესტრის წევრ ორგანიზაციებს
(შეძლებისდაგვარად, გეოგრაფიული არეალის გათვალისწინებით).
● დაინტერესებული მენტორი ორგანიზაციები შეიმუშავებენ კონკრეტული გრანტის მიმღები
ორგანიზაციის მენტორინგის კონცეფციას, სამოქმედო გეგმასა და ბიუჯეტს.
● მენტორი ორგანიზაციის შესარჩევი კომისია განიხილავს შემოსულ შემოთავაზებებს.
● საპარტნიორო გრანტი გაიცემა შერჩეულ სამოქალაქო საზოგადოების მენტორ
ორგანიზაციებზე.
პროექტის ხანგრძლივობა
თითოეული საპარტნიორო პროექტის ხანგრძლივობა პირდაპირ კავშირში იქნება
სამენტორო/საქოუჩინგო პროექტის (CSRDG- ს მიერ გაცემული გრანტის) ხანგრძლივობასთან. თუმცა, პროექტების სავარაუდო ხანგრძლივობა არის – 12 თვე.
განცხადების წარდგენის პროცედურა
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა შეავსონ მითითებულ ბმულზე არსებული ანკეტა.
ინტერესის გამოხატვის ბმული დაიხურება 2023 წლის 31 მარტს. დარეგისტრირებული ორგანიზაციები ავტომატურად ჩაერთვებიან ბაზაში.
ანკეტის შევსების შემდეგ, ელექტრონულ ფოსტაზე თქვენ მიიღებთ საბუთების მიღების
დამადასტურებელ წერილს.
საკონტაქო ინფორმაცია
ელ-ფოსტა: Partnership.grants@gmail.com
საკონტაქტო პირი: ანა ნადირაშვილი, გრანტების მენეჯერი