საპილოტე პროგრამა ქალებისთვის
პროგრამის შესახებ
თუ ხართ დაინტერესებული სასათბურე მეურნეობის მოწყობით საპილოტე პროგრამა ქალებისთვის საშუალებას გაძლევთ მიიღოთ თანადაფინანსება.
შევსებული განაცხადის ფორმა წარმოსადგენ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოაგზავნოთ სააგენტოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე document@rda.gov.ge. ასევე, შესაძლებელია წარუდგინოთ ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამსახურის თანამშრომელს ან/და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის შესაბამისი რეგიონული სამსახურის თანამშრომელს მატერიალური სახით.
პროგრამის მიზანი და ამოცანები
- პროგრამის მიზანია, საპილოტე მუნიციპალიტეტებში, ეკონომიკურად არააქტიური ქალების ინტეგრაცია საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად, მათი სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ქალების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვის სტიმულირების გზით.
- პროგრამის ამოცანას წარმოადგენს, მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ახალი სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად პოტენციური ქალი ბენეფიციარების ფინანსური და ტექნიკური დახმარება.
პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო
პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია – UN Women.
პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი
პროგრამა ხორციელდება მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში.