შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსი

შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსი

წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა, რომლის მიზანია:

• ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ინოვაციური და კრეატიული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

• ხელოვნების ახალი მიმართულებების, შემოქმედთა ახალი იდეების მხარდაჭერა;

• აქტუალური საკითხების კულტურისა და ხელოვნების გზით წარმოჩენა და საზოგადოებისთვის გაცნობა;

• ხელოვნებისა და კულტურის პროექტების მეშვეობით საზოგადოებაში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრება და კულტურის ღონისძიებებში საზოგადოების ჩართულობის ახალი შესაძლებლობების შექმნა;

• ხელოვნებისა და კულტურის სფეროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტეგრირება.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება იწარმოებს 2 ეტაპად:

 

• I ეტაპი – 2023 წლის 01 თებერვლიდან 17 თებერვლის 00:00 საათამდე;

• II ეტაპი – განაცხადების მიღების ვადა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, გარდა, სახელმწიფო ბიუჯეტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ან მუნიციპალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციისა.

საგრანტო განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია სამინისტროში წარმოდგენილ უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით (PDF ფორმატით) და გადმოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: freeprojectsajara@gmail.com;

პროექტი უნდა განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე.

ახალი შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის 2023 წლის სრული ბიუჯეტი განსაზღვრულია 200 000 ლარით;

• I ეტაპის საკონკურსო ბიუჯეტი -100 000 ლარი;

• II ეტაპის საკონკურსო ბიუჯეტი – 100 000 ლარი.

ერთი პროექტის განხორციელებისათვის გრანტი გაიცემა არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით.