სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში (SEAG)
პროექტის შესახებ:
სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში (SEAG) – ეს არის პროექტი, რომელიც მიმდინარეობს “ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის” (EU4Youth) ინიციატივის ფარგლებში და მას ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსი (Mercy Corps) და მისი პარტნიორები: საქართველოს ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია (ABCO) და სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია “განვითარების პრინციპები” (DP) .
პროექტის მთავარი მიზანია 18-29 წლის ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერება და დასაქმება სოციალური მეწარმეობის სფეროში. პროექტი უნიკალურ შანს აძლევს ახალგაზრდებს COVID-19 პანდემიის შემდგომ პერიოდში განავითარონ არსებული ან დაიწყონ ახალი ბიზნესი, ჩამოაყალიბონ მიზანზე ორიენტირებული სოციალური საწარმო, მიაღწიონ მის მდგრადობას და ამავდროულად უზრუნველყონ არსებული სოციალური პრობლემების მოგვარება.
პროექტის პრიორიტეტია თანამშრომლობა ახალგაზრდების მოწყვლად ჯგუფებთან და იმ საწარმოებთან, რომლებიც ყველაზე მწვავე სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობენ.
საქართველოში პროექტი ხორციელდება კახეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებსა და სხვა საქმიანობებში ჩართულობა ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს გაიუმჯობესონ ცოდნა და გამოცდილება ბიზნესის დაგეგმვაში, ბიზნეს გეგმების შედგენასა და ფინანსურ აღრიცხვაში, პროდუქციის წარმოებიასა და მის მარკეტინგში. ისინი შეძლებენ გაიგონ მეტი სოციალური საწარმოების ამოცანებსა და მიზნებზე. ხოლო, ის ახალგაზრდული სოციალური საწარმოები, რომლებიც გაიმარჯვებენ საგრანტო კონკურსში, მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას იმისათვის, რომ შეძლონ თავიანთი სოციალური საწარმოს საქმიანობის გაფართოვება და უზრუნველყონ დასახული
სოციალური მიზნის მიღწევა. დამატებით, გამარჯვებული სოციალური საწარმოების მდგრადობისთვის მათ მენტორობას გაუწევენ საქართველოში არსებული ბიზნესები, ფინანსური ინსტიტუტები და ბიზნესში მოღვაწე სხვადასხვა ორგანიზაციები.
პროგრამის შედეგად დაფინანსებული იქნება მინიმუმ 12 საწარმოს პროექტი. საგრანტო თანხა დამოკიდებულია აპლიკანტის საპროექტო წინადადებაზე. ქვე-პროექტის საშუალო ბიუჯეტი შეადგენს 16000 ევროს.
დაინტერესებულ ორგანიზაციებს შეიძლება ჰქონდეთ შემდეგი სახის იურიდიული ფორმა:
►არაკომერციული (არამომგებიანი) იურიდიული პირი;
►შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;
►სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება;
►ამხანაგობა;
►სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი;
►ინდივიდუალური მეწარმე.
აუცილებელია, რომ სოციალური საწარმო მდებარეობდეს და/ან თავის საქმიანობას ახორციელებდეს კახეთის, ქვემო ქართლის ან
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.
მხარდაჭერა განხორციელდება საგრანტო კონკურში გამარჯვებული იმ სოციალური საწარმოებისთვის, რომელთა საქმიანობა
მოიცავს:
►სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სასოფლო-ტურიზმის, მომსახურების სფეროს, ვაჭრობის და ა.შ. განვითარებას;
►სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების და/ან კონკურენციის გაუმჯობესებას;
►კომერციული და/ან სოციალური ინფრასტრუქტურის აღდგენას (როგორიცაა: გზები, ხიდები, წყლის სისტემები, ქარხნები,
სათბურები, რეკრიაციული ზონები);
►ეკონომიკურ დივერსიფიკაციას, განვითარებას და ადგილობრივი აქტივობების და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას;
►იმ ეკონომიკური და სოციალური აქტივობების ხელშეწყობას რაც მიმართულია ქალების, ახალგაზრდების და შშმ პირების
კეთილდღეობისკენ;
►ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას;
►ონლაინ ბიზნეს აქტივობების განვითარებას;
►ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვას და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას.
პროგრამის შედეგად დაფინანსებული იქნება მინიმუმ 12 საწარმოს პროექტი. საგრანტო თანხა დამოკიდებულია აპლიკანტის
საპროექტო წინადადებაზე. ქვე-პროექტის საშუალო ბიუჯეტი შეადგენს 16000 ევროს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://www.mercycorps.ge/index.php/ongoing-projects/ongoing-projects/eu4youth-seag/49-2020-08-21-11-56-36