სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსი

სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსი

წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

კონკურსი მიზანი:

კონკურსის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), მათი მმართველობის სფეროში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების აღჭურვა თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი აპარატურით, სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამებით, კომპიუტერული ტექნიკით, საჭირო მასალებით, სათანადო ლიტერატურის შეძენის და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის, აუცილებელი სახსრებით უზრუნველყოფა.

საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური

 

კონკურსის ძირითადი პირობები:

დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა შეუძლიათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს (სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს, სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს) მათ შემადგენლობაში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულებისათვის.

იხილეთ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სია.

 

 

კონკურსში განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია 6 ლოტში, ესენია:

I ლოტი – განსაკუთრებულად პრიორიტეტული კვლევებისათვის საჭირო დანადგარები, აპარატურა, ხელსაწყოები, ინსტრუმენტები და მათი ცალკეული ნაწილები (150,000.00 და მეტი ლარის ღირებულების);

II ლოტი – ძვირადღირებული სამეცნიერო დანადგარები და აღჭურვილობა (100,000.00-დან 149,999.00-მდე ლარის ღირებულების);

III ლოტი – სამეცნიერო დანადგარები და აღჭურვილობა, სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდის შევსება, უცხოური ელექტრონული ლიტერატურის ბაზებზე წვდომა (მაქსიმუმ 99,999.00 ლარის ღირებულებს);

IV ლოტი – რეაქტივები, რეაგენტები, ლაბორატორიული და საექსპერიმენტო სახარჯი მასალები (არაუმეტეს 25,000.00 ლარის ღირებულების);

V ლოტი – კომპიუტერები, პროგრამული უზრუნველყოფა, საბიბლიოთეკო ქსელისათვის საჭირო ელექტრონული ბაზები, სკანერები, ფოტო-ვიდეო გადაღებისათვის საჭირო ტექნიკა, სხვა კომპიუტერული აპარატურა და აქსესუარები (არაუმეტეს 15,000.00 ლარის ღირებულების);

VI ლოტი – ლიტერატურის შეძენა, თარგმნა, საავტორო უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ხარჯები (არაუმეტეს 10,000.00 ლარის ღირებულების).

 

პროექტების შეფასება:

პროექტების შეფასება განხორციელდება საკონკურსო კომისიის მიერ.

 

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:

ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა:

9 თებერვალი, 16:00 სთ – შეხვედრაზე დასასწრებად გადადით ბმულზე:

https://us02web.zoom.us/j/8159309443?pwd=WUtQYm1CaW8rbFoxbFBtMUNuRTl6dz09#success

Meeting ID: 815 930 9443

Passcode: iZ0KLx

 

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია: 2023 წლის 31 იანვრიდან 20 თებერვლის 16:00 საათამდე.

ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა: 2023 წლის 24 თებერვლის 16:00 საათამდე.

საკონკურსოდ წარმოდგენილი განაცხადების ტექნიკურ ექსპერტიზა: 2023 წლის მარტი

პროექტების შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ: 2023 წლის I – II კვარტალი

კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2023 წლის II კვარტალი

ხელშეკრულებების გაფორმება და დაფინანსება: 2023 წლის II კვარტალი

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის 2022 წლის 29 დეკემბრის № 1675911 ბრძანებით დამტკიცებული„სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის პროგრამის“ მე-3 ქვეპროგრამა.

ფონდის გენერალური დირექტორის 2023 წლის 31 იანვრის № 8 ბრძანება.

 

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები:

კონკურსის პირობები – დანართი 1.

კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ – ნიმუში, დანართი 2 – ივსება GMUS-ში პროექტის რეგისტრაციისას.

საპროექტო წინადადება – დანართი 3.

პროექტის ბიუჯეტი – ნიმუში, დანართი 4 – ივსება GMUS-ში პროექტის რეგისტრაციისას.

განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ – დანართი 5, გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ

საკონსულტაციო პრეზენტაცია

 

 

კონკურსის კოორდინატორები:

(დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში)

  • მარიამ ბეციაშვილი +(995 32) 2 200 220 (4301)
  • დავით ჩიჩუა +(995 32) 2 200 220 (4402);
  • ნინო აბუსელიძე +(995 32) 2 200 220 (4016); 568 72 24 11

 

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!