არქივი

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა

პროგრამის ფარგლებში, პოტენციური ბენეფიციარის შევსებული განაცხადის ფორმა, სააგენტოს მიერ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად მიიღება მატერიალური სახით, სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში საქმისწარმოების სამსახურის თანამშრომელთან ან რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული სამსახურის თანამშრომელთან. პროგრამა ითვალისწინებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში აშენებული, დღიურად 2 ტონა თაფლის გადამუშავების სიმძლავრის მქონე თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს (მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობები და საწარმოო აღჭურვილობები) გადაცემას კონკურსის წესით შერჩეული […]