ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში
USDA-ის მიერ დაფინანსებული და “Land O`Lakes International Development Georgia” (Ventue37)-ის მიერ განხორციელებული 5 წლიანი პროექტი “ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში (SQIL)” აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოების მსხვილფეხა საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტიულობის, მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობისა და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, პროდუქტიულობის გასაუმჯობესებელ ტექნოლოგიებსა და პრაქტიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდითა და მათი გამოყენებით, რაც ხელს უწყობს სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებას.
სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 30 ივნისი, 2022 წ.