არქივი

მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

კონკურსის მიზანი: კონკურსის  მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე გამოწვევების გადაჭრაზე ორიენტირებული იდეების, ჰიპოთეზებისა და კონცეფციების განვითარებას, მონაცემების დამუშავება-ანალიზს, ახალი მიდგომების, მეთოდების, მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების შემუშავებას ორი ან მეტი სამეცნიერო დისციპლინის ერთობლიობით. დაფინანსებულმა კვლევამ ხელი უნდა შეუწყოს ეროვნული მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) სფეროს გაძლიერებასა და მის ჩართვას ქვეყნის სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ტექნოლოგიურ პროგრესში. საპროექტო განაცხადის ტიპი:             ინსტიტუციური […]

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი საგრანტო კონკურსი

კონკურსის მიზანი სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს შეასრულონ მათ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილ იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე. ამასთან, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს გერმანულ მხარეს, მიიზიდოს საქართველოს უნივერსიტეტებიდან საუკეთესო სტუდენტები და ჩართოს ისინი სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების ფარგლებში […]

დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში

წლების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტმა და ომმა უამრავ ადამიანს აიძულა დაეტოვებინა საკუთარი სახლები. 90-იან წლებში ომის დასასრულს ბევრ იძულებით გაადგილებულ პირს სურდა საკუთარ სახლში დაბრუნება, თუმცა პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის. მათ კი ვინც დაბრუნება შეძლეს მიხვდნენ რომ ადვილი არ არის ყველაფრის თავიდან დაწყება, განსაკუთრებით უძრავი ქონებისა და ფინანსური შესაძლებლობების დაკარგვის შემდეგ. იძულებით […]