არქივი

თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის – ბიზნეს იდეების შეფასება

დაწყების თარიღი: 15 თებერვალი 2023 დასრულების დრო: 1 მარტი 2023 23:59 დარჩენილი დღეები: 15 საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს, „თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის“ პროგრამის ფარგლებში. თანადაფინანსების გრანტების მიზანია საქართველოში, საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. საგრანტო პროგრამა განკუთვნილია საქართველოში რეგისტრირებული იმ დამწყები კერძო და მცირე საწარმოებისთვის. განაცხადის შემოტანა […]

ექსპორტის სტიმულირების პროგრამა

„აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება. ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების პროგრამას იწყებს. პროგრამა ექსპორტიორი კომპანიების ტექნიკურ დახმარებას გულისხმობს. კერძოდ, ბენეფიციარ კომპანიებში ექსპორტის შემაფერხებელი […]

საგრანტო კონკურსი – აჭარა

“აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა” აცხადებს საგრანტო კონკურსს RFA-040: “აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მსუბუქი მრეწველობის და ნარჩენების გადამუშავების სექტორებში მომუშავე კომპანიების პროდუქტიულობის, წარმოების შესაძლებლობების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება”. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ და მომუშავე მსუბუქი მრეწველობის და ნარჩენების გადამუშავების სექტორებში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს. პროგრამის ფარგლებში შერჩეულ აპლიკანტს საგრანტო პროგრამით გადაეცემა პოლიეთილენის […]

საგრანტო პროგრამა არაკომერციული ბიზნესასოციაციებისთვის

“USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა” აცხადებს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების საგრანტო პროგრამის ახალ რაუნდს: საგრანტო პროგრამა არაკომერციული ბიზნესასოციაციებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვების მონაწილეებს შორის ბიზნეს-კავშირების გაუმჯობესების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ დაეხმარება ღირებულებათა ჯაჭვების გაძლიერებას და მათ მდგრად განვითარებას. ორგანიზაციის ინსტიტუციური და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების გრანტი გაიცემა და განხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აშშ-ის […]

საგრანტო კონკურსი მსუბუქი მრეწველობის სექტორში

“აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა” აცხადებს საგრანტო კონკურსს RFA-038: “მსუბუქი მრეწველობის და ნარჩენების გადამუშავების სექტორში მომუშავე კომპანიების პროდუქტიულობის, წარმოების შესაძლებლობების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება“. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მსუბუქი მრეწველობის და ნარჩენების გადამუშავების სექტორში მომუშავე მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს. პროგრამის ფარგლებში შერჩეულ აპლიკანტს საგრანტო პროგრამით გადაეცემა პოლიეთილენის ფირის გასაბერი დანადგარი – […]

საგრანტო კონკურსი ბიზნეს ასოციაციების ჩამოყალიბებაზე

კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი (CIPE/საიპ) აცხადებს საგრანტო კონკურსს ძლიერი და ინკლუზიური ბიზნეს ასოციაციების ჩამოყალიბებაზე. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული დოკუმენტი. განცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ნოემბერი, 2022 წელი.

კონკურსი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების შესარჩევად

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა აცხადებს კონკურსს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების შესარჩევად, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ DHL-ის GoTrade Global Business School Network (GBSN) Fellowship პროგრამაში. DHL Gotrade GBSN Fellowship პროგრამა აკავშირებს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის პოტენციალის მქონე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს წამყვანი საერთაშორისო ბიზნეს სკოლების მაგისტრატურის სტუდენტებთან, რომლებიც 12 თვის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში ინდივიდუალურ კონსულტაციებს […]

საგრანტო შესაძლებლობა კრეატიული ინდუსტრიებისთვის

“აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა” აცხადებს საგრანტო კონკურსს RFA-036: “საგრანტო შესაძლებლობა კრეატიული ინდუსტრიებისთვის”. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მსუბუქი მრეწველობის და ნარჩენების გადამუშავების სექტორში მომუშავე მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს. განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 2022 წლის 30 ნოემბრის 18:00 საათი. დაინტერესებული აპლიკანტებისთვის 2022 წლის 10 ნოემბერს 16:00 საათზე გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან […]

“ხარისხის მართვისა და უსაფრთხოების სისტემების დანერგვა და სერტიფიცირება”

“აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა” აცხადებს საგრანტო კონკურსს RFA-032 “ხარისხის მართვისა და უსაფრთხოების სისტემების დანერგვა და სერტიფიცირება”. განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 2022 წლის 18 ნოემბრის 18:00 საათი. დაინტერესებული აპლიკანტებისთვის 2022 წლის 28 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით. ონლაინ შეხვედრა გაიმართება ქართულ ენაზე Webex-ის პლატფორმის მეშვეობით, რომლის ბმულის გამოყენებით თქვენ შეძლებთ […]

იდეების საგრანტო კონკურსი სოც. საწარმოებისთვის

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (CSRDG) საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. მისი მისია საქართველოში საზოგადოების კეთილდღეობისათვის, კარგი მმართველობის, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობაა. 2021 წლის მარტში, ევროკავშირის (EU) და “პური მსოფლიოსთვის” (Brot) მხარდაჭერით დაიწყო 36-თვიანი პროექტი სახელწოდებით “სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის (Advancing Social Entrepreneurship for Sustainable […]

  • 1
  • 2