საგრანტო კონკურსი მსუბუქი მრეწველობის სექტორში
წყარო: USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა
“აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა” აცხადებს საგრანტო კონკურსს RFA-038: “მსუბუქი მრეწველობის და ნარჩენების გადამუშავების სექტორში მომუშავე კომპანიების პროდუქტიულობის, წარმოების შესაძლებლობების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება“. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მსუბუქი მრეწველობის და ნარჩენების გადამუშავების სექტორში მომუშავე მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს. პროგრამის ფარგლებში შერჩეულ აპლიკანტს საგრანტო პროგრამით გადაეცემა პოლიეთილენის ფირის გასაბერი დანადგარი – Polystar Machinery Co. Ltd. -ს მიერ წარმოებული 2021 წლის მოდელი MB 45 -500)
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 2022 წლის 19 დეკემბრის 18:00 საათი.
დაინტერესებული აპლიკანტებისთვის 2022 წლის 9 დეკემბერ 12:00 საათზე გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით. ონლაინ შეხვედრა გაიმართება ქართულ ენაზე Webex-ის პლატფორმის მეშვეობით, რომლის ბმულის გამოყენებით თქვენ შეძლებთ ონლაინ შეხვედრაზე ჩართვას აღნიშნულ დროს.
ონლაინ შეხვედრის ლინკი: https://dai.webex.com/dai/j.php?MTID=mfbf76f06dc0c9e7151a209b01f99b915
Meeting number: 2340 218 8868
Password: PPx7gWDEs77
სრული ინფორმაცია და დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/drive/folders/1HF55o4PjaOOBVRCdWopVMkyJz7zjZg7j