2022 წლის სამეცნიერო პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნის მხარდაჭერის კონკურსი
წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობების საერთაშორისო ასპარეზზე გატანა და მისი პოპულარიზაცია; საქართველოს მეცნიერების შესახებ, სანდო წყაროებზე დაფუძნებული, სამეცნიერო პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნა.
საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
15 ნოემბრიდან 28 ნოემბრის 18:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;
29 ნოემბრის 18:00 სთ-მდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;
ნოემბერი-დეკემბერი – ტექნიკური ექსპერტიზა – რეგისტრირებული პროექტების კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება;
დეკემბერი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება – ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ; კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება; კონკურსის შედეგების გამოქვეყნება; ხელშეკრულების გაფორმება.
ჯგუფური კონსულტაციები:
16 და 24 ნოემბერი – 15:00 სთ – ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები
Join Zoom Meeting https://us04web.zoom.us/j/5977352291?pwd=Wi9mK3dzNTc1ejBwUGhkelE3RGRBZz09
Meeting ID: 597 735 2291
Passcode: 470662
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
- “მეცნიერების პოპულარიზაციის” პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის 2021 წლის 29 დეკემბრის N1435044 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” 2022 წლის 11 ნოემბრის N1441201 ბრძანება
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 11 ნოემბრის N205 ბრძანება
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები:
1. კონკურსზე რეგისტრაციის წესი (დანართი 1)
2. კრებსითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ (დანართი 2) გენერირდება Gmus-დან
3. საპროექტო წინადადება (დანართი 3)
4. პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 4)
5. ცნობა თანადაფინანსების შეახებ (დანართი 5) ქართულ და ინგლისურ ენებზე
6. ფილმის გეგმა-გრაფიკი (დანართი 6)
7. ფილმის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 7)
8. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 8)
9. ფილმის ავტორთა თანხმობის წერილი (დანართი 9)
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) – პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული) ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
კოორდინატორი
ქეთევან გორგაძე
568 88 37 57 საკონტაქტო ინფორმაცია: spf@rustaveli.org.ge
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!