ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება

ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება

GCSD“, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლიდან ახორციელებს ოთხწლიან პროგრამას – “ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება”. პროგრამის მიზანია, საქართველოში ყველა ფორმის ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის ხელშეწყობა, ასევე საზოგადოების მედეგობის ამაღლება და სახელმწიფოს შესაძლებლობების გაძლიერება.

ამ მიზნით, “GCSD” აცხადებს საგრანტო კონკურსს. კონკურსის ფარგლებში გაიცემა 2 გრანტი, ჯამში 200 000 ლარი. გაცემული ერთი გრანტის მაქსიმალური ოდენობა 100 000 ლარს შეადგენს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომლებსაც აქვთ მინიმუმ ერთწლიანი ოპერირების გამოცდილება. ასევე, არასამეწარმეო (არაკომერციულ) მედია ორგანიზაციებს და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

საგრანტო პროექტის რეზიუმეს შემოტანის ბოლო ვადაა: 21 ოქტომბერი, 2022 წელი (18:00 საათამდე).

საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონული ფორმით და შეკითხვები გამოაგზავნოთ ზემოთ მითითებულ ელ. ფოსტაზე – gcsd@gcsd.org.ge, არაუგვიანეს 18 ოქტომბრისა.

საგრანტო პროექტის რეზიუმეს გამოგზავნისას გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: საგრანტო კონკურსი #22-002.

დაგვიანებული ან არასრულად წარმოდგენილი საგრანტო პროექტის რეზიუმეები არ განიხილება.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ წყარო