გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი (გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი)
გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი
კომპონენტის მიზნები :
- მუნიციპალიტეტებში ახალი გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა;
- ახალი ენერგო ეფექტური ღუმელების საწარმოს შექმნა ან არსებული ენერგო-ეფექტური ღუმელების საწარმოს გაფართოება/მოდერნიზება;
- გადამამუშავებელი საწარმოების გეოგრაფიული დივერსიფიკაცია;
- სასოფლო – სამეურნეო კოოპერატივების შექმნის წინაპირობების გაუმჯობესება;
- სანედლეულო ბაზის განვითარება;
- სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდა.
კომპონენტის შესახებ :
კომპონენტი ითვალისწინებს გადამამუშავებელი ახალი საწარმოების შექმნით დაინტერესებული კომპანიებისათვის (მათ შორის სასოფლო – სამეურნეო კოოპერატივებისათვის) ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას;
ფინანსური დახმარება ითვალისწინებს :
- შეღავათიან აგროკრედიტს/შეღავათიან აგროლიზინგს;
- სააგენტოს თანადაფინანსებას (გრანტი)*.
- სააგენტოს თანადაფინანსება (გრანტი) – სააგენტოს მიერ ბენეფიციარის უსასყიდლო მიზნობრივი თანადაფინანსება (დახმარება) რომელიც არ წარმოადგენს გრანტების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გრანტს და ექვემდებარება დაბეგვრას მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
პროექტის ბენეფიციარების ტექნიკური დახმარების მიმართულებებია :
- ა) მარკეტინგის სფეროში (მათ შორის ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენების შესახებ) ბენეფიციარის ინფორმირება და ამ მიზნით შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან დაკავშირება;
- ბ) მარკეტინგულ სერვისებზე წვდომის მიზნით ბრენდირებისა და შეფუთვის დიზაინის შექმნაში დახმარება, თანადაფინანსების გზით.
- გ) საწარმოს საკვანძო პერსონალის და მენეჯმენტისთვის ტრენინგების ჩატარების ხელშეწყობა;
- დ) სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების და სტანდარტების დანერგვა
განცხადების მიღება დაიწყება: 26 მაისს
განცხადების მიღება დასრულდება: 6 ივნისს
სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.