Hardware StartUP ინკუბატორი 2022

Hardware StartUP ინკუბატორი 2022

6 ივნისიდან საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და ტექნოპარკების ქსელი იწყებს პროექტს “Hardware StartUP ინკუბატორი 2022”.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპის იდეის მქონე ადამიანებს ელექტრონიკის, პროგრამირებისა და ბიზნეს მენტორშიფის მეშვეობით, საწყის ეტაპზევე შეუწყოს ხელი ბიზნეს მოდელის ფორმირებასა და შექმნილი პროტოტიპების კომერციალიზაციის პროცესებში.
პროექტი ჩატარდება თბილისისა და რეგიონების ტექნოპარკებში, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ტრენინგები ელექტრონიკის, პროგრამირებისა და ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარების მიმართულებით.
მონაწილეები შეისწავლიან ელექტრონული პროექტების შექმნას Arduino, IoT (ნივთების ინტერნეტი) და Raspberry Pi პლატფორმების მეშვეობით, გაივლიან საწარმოო (industrial) დიზაინის ძირითად პრინციპებს და მიღებული ცოდნით შეძლებენ სხვადასხვა ელექტრო-მექანიკური მოწყობილობებზე, პროცესების ავტომატიზაციისა და მონიტორინგის სისტემებზე მუშაობას.
ამასთან, ტექნიკური უნარების სწავლების პარალელურად, ჩაუტარდებათ პროდუქტის ფორმირებისა და კომერციალიზაციის მიმართულებებით ბიზნეს ტრენინგებისა და მენტორშიფის პროგრამა, როგორიც არის:
● სხვაობა სტარტაპსა და ტრადიციულ ბიზნესს შორის;
● Lean Startup-ის ძირითადი პრინციპები;
● პროდუქტის ვალიდაციის მეთოდები;
● ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი;
● ღირებულებათა შეთავაზება (Value Proposition);
● პროტოტიპისა და MVP-ის შექმნა;
● Pitching – საინვესტიციო პრეზენტაციის წარდგენა და სხვა.
Arduino-ის ტრენინგები ჩატარდება თბილისისა და ყველა რეგიონის ტექნოპარკში.
სარეგისტრაციო ფორმა:
https://cutt.ly/BHgtfLi
IoT (ნივთების ინტერნეტი), პროგრამირება და Raspberry Pi-ის ტრენინგები ჩატარდება მხოლოდ თბილისის ტექნოპარკში.
სარეგისტრაციო ფორმა:
https://cutt.ly/SHgtEp1
რეგისტრაცია შესაძლებელია 5 ივნისამდე.
მონაწილეები შეირჩევიან როგორც წარმოდგენილი hardware სტარტაპის იდეებიდან გამომდინარე, ისე ელექტრონიკის ან/და პროგრამირების მიმართულებით არსებული გამოცდილების მიხედვით.
დასკვნით ეტაპზე, 2022 წლის სექტემბერში, Demo დღის ფარგლებში, პროექტის ყველა მონაწილე/გუნდი ჟიურის წევრებს წარუდგენს ტექნოპარკის ფაბლაბებში შექმნილ პროტოტიპსა და მომზადებულ ბიზნეს მოდელს.
GITA-ის მხრიდან პროექტის განხორციელების მიზნით, გამარჯვებული გუნდ(ებ)ი მოიპოვებენ ფინანსურ მხარდაჭერას.
პროექტი ჩატარდება თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ოზურგეთის, თელავის, გურჯაანისა და კასპის ტექნოპარკებში.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს.