იდეადრომი: სტარტაპიდეების კონკურსი + ერთკვირიანი ტრენინგები
დარეგისტრირდი მედიალაბის რიგით მესამე იდეადრომზე, სადაც გაივლი ტრენინგებს და, თანამოაზრეებთან და მენტორებთან ერთად, ერთი კვირის მანძილზე სტარტაპერული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე იმუშავებ. ტრენინგების შემდეგ კი, შენი იდეის ჟიურისთვის წარდგენის შესაძლებლობა მოგეცემა. საპრიზო ფონდი 10 000 ლარია.
მონაწილეობის მისაღებად
შეკარი ორ- ან სამკაციანი გუნდი და მოამზადე ვიდეოპრეზენტაცია, სადაც არსებული გლობალური პრობლემის ინოვაციურ გადაწყვეტას შემოგვთავაზებ. იდეა, რომლის განხორციელებაზეც იდეადრომის ფარგლებში იმუშავებთ, აუცილებლად უნდა ეხებოდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ თემას:
- ციფრულ სივრცეში კომუნიკაციის გამარტივება;
- საგანმანათლებლო გეიმინგი;
- ყალბი ინფორმაციისგან თავის დაცვა;
- ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
იდეადრომზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 20 მაისი. შერჩეულ გუნდებს 23-დან 27 მაისამდე პრაქტიკული ტრენინგები ელით. იდეადრომის ფინალი კი, 28 მაისს გაიმართება.
მიღებული განაცხადებიდან მხოლოდ ხუთი გუნდი შეირჩევა. ასე რომ, კარგად დაამუშავეთ თქვენი იდეა და ეცადეთ, მაქსიმალურად მკაფიოდ გადმოსცეთ თქვენი მთავარი ღირებულებები. ვიდეოპრეზენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით, გაეცანი მედიალაბის მიერ მომზადებულ ან სტატიას ერთწუთიანი პრეზენტაციის აწყობის შესახებ.
რა ტრენინგებზეა საუბარი?
- სტარტაპიდეის ვალიდაცია
- გუნდის მართვა;
- გადაწყვეტის ვალიდაციის სტრატეგიები;
- პროტოტიპირება და პროდუქტის ტესტირების მეთოდები;
- მარტივი ფინანსები სტარტაპებისთვის;
- იდეისთვის შესაფერისი ბიზნეს მოდელის შერჩევა;
- და, რა თქმა უნდა, იდეალური პრეზენტაციის აწყობა და წარდგენა.