იდეების საგრანტო კონკურსი სოც. საწარმოებისთვის

იდეების საგრანტო კონკურსი სოც. საწარმოებისთვის

წყარო: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (CSRDG) საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. მისი მისია საქართველოში საზოგადოების კეთილდღეობისათვის, კარგი მმართველობის, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობაა.

2021 წლის მარტში, ევროკავშირის (EU) და “პური მსოფლიოსთვის” (Brot) მხარდაჭერით დაიწყო 36-თვიანი პროექტი სახელწოდებით “სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის (Advancing Social Entrepreneurship for Sustainable and Inclusive Society)”, რომელსაც ახორციელებს “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (CSRDG), პარტნიორ ორგანიზაციებთან – “სოციალურ საწარმოთა ალიანსი” (SEA), “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი” (CSI), “საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია” (GCDA), “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი” (DDUG), “ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაცია” (EVPA), “ახალგაზრდობის სააგენტო” (YAG) – თანამშრომლობით.

პროექტის ფარგლებში, “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (CSRDG) აცხადებს დამწყები სოციალური საწარმოებისთვის იდეების საგრანტო კონკურსს.

კონკურსში ჩართვა შეუძლია სასტარტო (Start-up) ეტაპზე მყოფ და ახალ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც საჭიროებენ დამატებით რესურსებს, რათა განახორციელონ ინოვაციური იდეები და შექმნან მდგრადი სოციალური საწარმო.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის სავალდებულოა მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 10% -იანი ფინანსური თანამონაწილეობა.

სოციალური საწარმოს განაცხადის ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ელ. ფოსტის საშუალებით, მისამართზე: social.enterprise.ge@gmail.com

გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ: “დამწყების სოციალური საწარმოს იდეის განაცხადი”.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 8 დეკემბერი, 18:00 სთ.

დაინტერესებულ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება ონლაინ, Zoom- პლატფორმის გამოყენებით, 11 და 28 ნოემბერს, 11:00 საათზე.

შეხვედრაზე რეგისტრაციის ლინკის მისაღებად დააჭირეთ აქ