“ინტერსექციური ფემინისტური მოძრაობის განვითარება საქართველოში

“ინტერსექციური ფემინისტური მოძრაობის განვითარება საქართველოში

ქალთა ფონდი საქართველოში” აცხადებს საგრანტო კონკურსს “ინტერსექციური ფემინისტური მოძრაობის განვითარება საქართველოში”, რომლის ფინანსური მხარდამჭერია “შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო SIDA) “.

საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობას და მოძრაობებს შორის თანამშრომლობის წახალისებას.

“ქალთა ფონდი” მიესალმება სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ პროექტებს, რაც კონკრეტულ კონკურსში გულისხმობს შემდეგს:

** ინტერსექციური ფემინიზმის პრინციპების გათვალისწინება
** უსაფრთხო სივრცის შექმნა ფემინისტი და ქვიარ აქტივისტებისთვის
** ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფების მხარდაჭერა/ხმების გაჟღერება

საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია:

** ფემინისტური საგანმანათლებლო ინიციატივები (ვორქშოფები, ტრენერთა ტრენინგი და სხვ.)
** კანონმდებლობის და პოლიტიკის ადვოკატირება და ლობირება. ასევე, ადვოკატირების მიზნით წარმოებული მედია/სოციალური მედია კამპანიები
მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების დაცვა
** მოძრაობებს (ფემინისტურ, გარემოსდაცვით, შრომითი უფლებების და სხვ.) შორის თანამშრომლობა და/ან სხვადასხვა აქტორთან დაკავშირება (მუნიციპალიტეტების თვითმმართველობები, სახელმწიფო სტრუქტურები და ა.შ.)
** ფემინისტების, ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტების, ქალთა ორგანიზაციების/ჯგუფების კოლექტიური ინიციატივები და მათი შესაძლებლობების განვითარება
** შემოქმედებითი ინიციატივები, რომელიც მიმართული იქნება ქალთა მოძრაობის, ინტერ-კულტურული დიალოგის, სოლიდარული და მოძრაობათა შორისი თანამშრომლობის განვითარებასა და ცვლილებების გამოწვევაზე
** ფემინისტური მოძრაობის წევრების გაძლიერებასა და უსაფრთხოებაზე მიმართული ინტერვენციები (კოლექტიური ზრუნვის პრაქტიკების შემოტანა, ციფრული და ფიზიკური უსაფრთხოების დაცვის უნარების გაძლიერება და ა.შ.)
** ფემინისტური ცოდნის შექმნა კვლევისა და დოკუმენტირების გზით.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალთა ფორმალურ და არაფორმალურ ჯგუფებს (რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს) და ქსელებს, საქართველოს დედაქალაქიდან და რეგიონებიდან.

ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:

** რომლებსაც ახორციელებენ ქალები
** რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები

პრიორიტეტი მიენიჭება კოალიციურ პროექტებს და რეგისტრირებული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ პროექტებს. ასევე, რეგიონებში დაფუძნებული ორგანიზაციებისა და მარგინალიზებული ჯგუფების ინიციატივებს.

საგრანტო თანხა განსაზღვრულია 10 000-დან 15 000 ევრომდე, პროექტების ხანგრძლივობა – 12 თვემდე.

ბიუჯეტის შევსების დროს გთხოვთ გაითვალისწინეთ პროექტის ფინანსური აუდიტის ხარჯი პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 4%-ის ოდენობით. აღნიშნული ხარჯი შეიტანეთ ბიუჯეტის ფორმის “4. სხვა ხარჯი”-ის განყოფილებაში “პროექტის ფინანსური აუდიტი”-ს სახელწოდებით.

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org

განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 10 ოქტომბერი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს.

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელ.ფოსტით შემდეგ მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org

გისურვებთ წარმატებას!