ქალთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა

ქალთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა

ASB საქართველო” და ფონდი “აფხაზინტერკონტი” (AIC), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “გენდერული და ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერა” ფარგლებში, ქალთა პროფესიული გაძლიერების მიზნით, აცხადებს საგრანტო კონკურსს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები ქალებისათვის.

პროექტის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა და მათი, როგორც ეფექტური ძალის პოზიციონირება, გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და გადარჩენილების მხარდაჭერისთვის.

პროექტი ითვალისწინებს: გენდერული ნიშნით ძალადობისა და/ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერას სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების, ადგილობრივ დონეზე სერვისებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობის, ეკონომიკური გაძლიერების, კოორდინაციისა და სამართლებრივი მხარდაჭერის გზით.

კონკურსის მიზანია: ბენეფიციარების პროფესიული გადამზადება, რაც მათ საშუალებას მისცემს შეიძინონ დასაქმებისათვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება: გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები.

დაფინანსების პირობები და ფარგლები: თითოეული ბენეფიციარისთვის მომზადების ან გადამზადების კურსის ღირებულებაა 200 ევროს ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. ბენეფიციარებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული პროფესიის შეძენის სურვილი, შეუძლიათ განაცხადში მიუთითონ პერსონალური ტრენერი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციას თავადაც შეუძლია იზრუნოს პროფესიული სასწავლებლის შერჩევაზე. კონკურსის ფარგლებში ფინანსდება მხოლოდ სწავლება და ტრანსპორტირება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარს სასწავლებლად უხდება ერთი მუნიციპალიტეტიდან მეორეში მგზავრობა. დაფინანსების მიღების შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია სრულად დაესწროს სასწავლო კურსს.

წარმოსადგენი დოკუმენტები: შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი 1)

განაცხადების მიღებისა და განხილვის პროცესი: აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ სრულად შევსებული განაცხადის ფორმა. განაცხადებს შეაფასებს და დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საგრანტო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებით და სფეროში მომუშავე ექსპერტებით. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტები გაივლიან გასაუბრებას საგრანტო კომისიასთან. კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ, შესაძლოა მათ წარმოსადგენი ქონდეთ დამატებითი დოკუმენტაცია.

განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე: aicinfo2022@gmail.com. თემის (Subject) ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს “VET 2022”. ხოლო ბეჭდური ან ხელით შევსებული განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:

1. ქ. ამბროლაური: მისამართი: აღმაშენებლის 24, ფონდი “აფხაზინტერკონტის” ოფისი,
მე -2-ე სართული. თეონა ცერცვაძე – 598 244 789; ანა ჯელაძე – 551 551 995
2. ქ. ონი; მისამართი: ვახტანგ მე-6 – ის ქ. 10, სოც. მომსახურების სამსახური; ირმა ჩიკვილაძე – 591 994 898
3. ქ. ცაგერი; მისამართი: რუსთაველის 37, რესურს ცენტრის შენობა, მე-2-ე სართული; მარინე სვანიძე – 599 196 751
4. ქ. ლენტეხი, მისამართი: თამარ მეფის #24, მერიის შენობა, მე-2 სართული, ჯანდაცვისა და სოც. მომსახურების სამსახური. ხათუნა ლიპარტელიანი – 599 852 714

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 15 ნოემბერი 2022 წ. 17:00 საათი. დაგვიანებით შემოტანილი განაცხადები არ განიხილება.

დაინტერესებული აპლიკანტებისათვის 2022 წლის 8 ნოემბერს 11:00 საათზე, გაიმართება ონლაინ საინფორმაციო /საკონსულტაციო შეხვედრა გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით. ონლაინ შეხვედრა გაიმართება WebEx-ის პლატფორმის მეშვეობით, რომლის ბმულის გამოყენებით თქვენ შეძლებთ ონლაინ შეხვედრაზე ჩართვას აღნიშნულ დროს.

კითხვებისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულ მისამართზე: aicinfo2022@gmail.com ან მითითებულ ტელეფონის ნომრებზე:

** 599 17 08 05, არჩილ ელბაქიძე.
** 558 53 73 22, ალეკო ტურძილაძე.
** 593 30 79 69, გიორგი ცხვედიანი.

წყარო