კონკურსი ფემინისტური ადვოკატირების გრანტებზე

კონკურსი ფემინისტური ადვოკატირების გრანტებზე

“ქალთა ფონდი საქართველოში” აცხადებს კონკურსს ფემინისტური ადვოკატირების გრანტებზე. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია “ღია საზოგადოების ფონდი”.

საგრანტო კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც გულისხმობს ქალთა ორგანიზაციების და ჯგუფების შესაძლებლობების განვითარებას, ფემინისტურ ადვოკატირებას და ლობირებას, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მუშაობასა და გენდერული ბიუჯეტის საკითხებს.

აპლიკანტებს შეუძლიათ, ოთხი ჩამოთვლილი პრიორიტეტიდან ერთ-ერთ თემატიკაზე შემოიტანონ პროექტი:

** შრომითი უფლებები და ქალთა უფლებები
** ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა (სრჯუ)
** ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
** რეაგირება ანტი-გენდერული მოძრაობების საპასუხოდ

უპირატესობა მიენიჭება სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ ინიციატივებს.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალთა ფორმალურ და არაფორმალურ ჯგუფებს (რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს).

ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:

** რომლებსაც ახორციელებენ ქალები
** რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები

პრიორიტეტი მიენიჭება რეგისტრირებული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ პროექტებს. მათ, ვინც გაიარა ქალთა ფონდის მიერ ორგანიზებული ტრენერთა ტრენინგი ფემინისტურ ადვოკატირებაზე და ასევე, ქალთა ჯგუფებს მაღალმთიანი და ძნელად მისადგომი რეგიონებიდან.

საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენს 5625 აშშ დოლარს. პროექტების ხანგრძლივობაა 5 თვე.

ბიუჯეტის შევსების დროს გთხოვთ გაითვალისწინეთ პროექტის ფინანსური აუდიტის ხარჯი პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 4%-ის ოდენობით. აღნიშნული ხარჯი შეიტანეთ ბიუჯეტის ფორმის “4. სხვა ხარჯი”-ის განყოფილებაში “პროექტის ფინანსური აუდიტი”-ს სახელწოდებით.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: grants@womenfundgeorgia.org

განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 ივლისი.

საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2022 წლის ივლისის ბოლოს.

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org

გისურვებთ წარმატებას!

სრული ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.