კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების, ქალთა და ლგბტქი+ ორგანიზაციებისთვის საქართველოში
“ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი” (iwpr.net), ახალი პროექტის – “მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში” (BREN) – ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების, ქალთა და ლგბტქი+ ორგანიზაციებისთვის საქართველოში.
დეტალები საგრანტო კონკურსის შესახებ (ქართულ და ინგლისურ ენებზე) მოცემულია თანდართულ საგრანტო განაცხადი
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ:
** საგრანტო განაცხადის ფორმა (თანდართულია)
** ბიუჯეტის ფორმა (თანდართულია)
** უნარების შეფასების კითხვარი (შესაბამისი ბმული მოცემულია საგრანტო განაცხადში).
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 14 აგვისტო, დღის ბოლო.
საგრანტო განაცხადების წარმოდგენა შეგიძლიათ ქართულ და ინგლისურ ენებზე.
სრული ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.