მცირე გრანტების კონკურსი

მცირე გრანტების კონკურსი

თანდართული ფაილი: tender_skolalab_remedial_education_9892314.zip
წყარო: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი

“სკოლების გაძლიერების ინიციატივის ფარგლებში”, “კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის” (CTC) სკოლა ლაბის პროგრამა აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს რემედიალური განათლების იდეის პოპულარიზაციას სოციალური და ემოციური უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების გავრცელებით.

წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი უნდა ემსახურებოდეს ჩამოთვლილი მიზნებიდან ერთ-ერთის მიღწევას:

** ზოგადად რემედიალური განათლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას სასკოლო თემში და საზოგადოებაში;
** სკოლა-ლაბის მიერ შემუშავებული სოციალური და ემოციური უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სწავლების მოდელის პოპულარიზაცია და გავრცელების ხელშეწყობა;
** სკოლა-ლაბის მიერ შემუშავებული სოციალური და ემოციური უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სწავლების მოდელის დანერგვას ზოგად-საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

კონკურსის გზით საგრანტო დაფინანსებისათვის შეირჩევა 6 ორგანიზაცია აღნიშნულ თემებზე ადვოკატირების და ცნობიერების გაზრდის კამპანიის ჩასატარებლად. თითოეული გრანტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 8, 000 ევროს ეკვივალენტს ლარში. ჯამური ბიუჯეტის მინიმუმ 12% უნდა იყოს გრანტის მიმღების ფულადი კონტრიბუცია.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

** საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს;
** ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს;
** სახელმწიფო ზოგად-საგანმანათლებლო დაწესებულებებს;
** ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

საგრანტო კონკურსში მონაწილე ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

** გააჩნია ზოგადი განათლების მიმართულებით საგანმანათლებლო, კვლევითი თუ სხვა ტიპის პროექტების განხორციელებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** შეუძლია პროექტით მოთხოვნილი თანადაფინანსების ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება;

დამატებითი ინფორმაცია:

** საგრანტო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 20 დეკემბერი 17:00 საათი.
** საგრანტო წინადადების სრული ტექსტი იხილეთ დანართ N1-ში
** საპროექტო განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი 2).

დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ctc.org.ge. სათაურის ველში მიუთითეთ-მცირე გრანტების კონკურსი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით მხოლოდ ელ.ფოსტაზე: meri.kadagidze@gmail.com