საგრანტო კონკურსი ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის
წყარო: USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა
“USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა“, რომელსაც ახორციელებს PH International საქართველო, აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის. საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სკოლის მოსწავლეებისა და სკოლადამთავრებული ახალგაზრდების ერთობლივ სამოქალაქო აქტივობებს მათი სკოლისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ. კონკურსის მეშვეობით ხელი შეეწყობა ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარებას, ადგილობრივ თუ ეროვნულ დონეზე მათ სამოქალაქო ჩართულობას და აქტიური ახალგაზრდების ქსელის ფორმირებას. საგრანტო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 10, 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. მიმდინარე კონკურსის ფარგლებში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა გასცემს მაქსიმუმ ორ გრანტს (თითოეული არაუმეტეს 10, 000 აშშ დოლარის ოდენობით).
დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ, შეკითხვები გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: ge-grants@ph-int.org. ასევე, განმცხადებლებს საშუალება ექნებათ, დასვან შეკითხვები განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით და მიიღონ საჭირო ინფორმაცია ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე 27 თებერვალს, 12:00 საათზე. შეხვედრას შეგიძლიათ შემოუერთდეთ შემდეგი ბმულით: https://meet.google.com/fej-gfjb-iqo. შეხვედრაზე დასწრებისათვის, სასურველია წინასწარი რეგისტრაცია ელ.ფოსტაზე: ge-grants@ph-int.org. რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ორგანიზაციის დასახელება, წარმომადგენლის სახელი, გვარი და ელ.ფოსტა.
საინფორმაციო შეხვედრა: 27 თებერვალი 2023
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 16 მარტი 2023, 18:00 სთ. (ადგილობრივი დროით)