საგრანტო კონკურსი: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება

საგრანტო კონკურსი: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება

ინიციატივის შესახებ

ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა:  მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს:

  1. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება, ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია.
  2. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის წახალისება.
  3. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების თვალსაზრისით.

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა და ბიუჯეტი

პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 18 თვეს, ხოლო საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა – 35,000 ლარი.

განაცხადების წარდგენის პროცედურა

განაცხადის სრული პაკეტი მოიცავს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • პროექტის განაცხადი – მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას.
  • დანართი #1 – პროექტის საქმიანობის გეგმა – მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას.
  • დანართი #2დეტალური ბიუჯეტიმომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას.
  • თანაგანმცხადებლის შემთხვევაში: დანართი #3 – თანაგანმცხადებლ(ებ)ის რწმუნებულება – მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას. რწმუნებულება მომზადებული და ხელმოწერილი უნდა იყოს თითოეული თანაგანმცხადებელი ორგანიზაციის მიერ.
  • საგრანტო პროექტის განმახორციელებელი გუნდის ძირითადი წევრების რეზიუმეები (CV).
  • განმცხადებლების ბოლო 6 თვის მანძილზე განახლებული ამონაწერი იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
  • განმცხადებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღმწერი და შიდა-ორგანიზაციული დოკუმენტები, მათი არსებობის შემთხვევაში (სტრატეგიული გეგმა, ორგანიზაციული სტრუქტურა, შინაგანაწესი, საკადრო პოლიტიკა, ფინანსების მართვის პოლიტიკა და ა.შ.)

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: advocacyoversight.grants@gmail.com

განაცხადების ელ-ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 ივნისი, 18:00 საათი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ ბმულზე.