საგრანტო კონკურსი სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს “ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა” აცხადებს საგრანტო კონკურსს RFA-030 “სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე მცირე და საშუალო ბიზნესების ეფექტური მონაწილეობის უზრუნველყოფა”
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 2022 წლის 16 სექტემბრის 18:00 საათი.
დაინტერესებული აპლიკანტებისთვის 2022 წლის 29 აგვისტოს 11:00 საათზე გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით. ონლაინ შეხვედრა გაიმართება ქართულ ენაზე WebEx-ის პლათფორმის მეშვეობით, რომლის ბმულის გამოყენებით თქვენ შეძლებთ ონლაინ შეხვედრაზე ჩართვას აღნიშნულ დროს.
ონლაინ შეხვედრის ლინკი: https://dai.webex.com/dai/j.php?MTID=mf4b94c5d79d214ffabf4f5dc0a3a7656
Pass: z9iTfyXJy33