საგრანტო კონკურსი სათავგადასავლო ტურიზმის სექტორში
თანდართული ფაილი: application_and_annexes_1555401.zip
წყარო: USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა
კონკურსის შესახებ:
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს RFA-039: “სათავგადასავლო ტურიზმის ხელშეწყობა თაღოვანი კარვების (გლემპების) და სალაშქრო ბანაკების გაუმჯობესებით”.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სათავგადასავლო ტურიზმის სექტორში მომუშავე მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს და სექტორულ ასოციაციებს. პროგრამის ფარგლებში შერჩეულ აპლიკანტს საგრანტო პროგრამით გადაეცემა თაღოვანი კარვები (გლემპები) და სალაშქრო ბანაკების აღჭურვილობა. დეტალური ჩამონათვალი იხილეთ თანდართულ დოკუმენტში RFA-039.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 2023 წლის 31 იანვრის 18:00 საათი.
დაინტერესებული აპლიკანტებისთვის 2023 წლის 17 იანვარს 14:00 საათზე გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით. ონლაინ შეხვედრა გაიმართება ქართულ ენაზე Webex-ის პლატფორმის მეშვეობით, რომლის ბმულის გამოყენებით თქვენ შეძლებთ ონლაინ შეხვედრაზე ჩართვას აღნიშნულ დროს.
ონლაინ შეხვედრის ბმული: https://dai.webex.com/dai/j.php?MTID=m513d7f6335ca76b550f694ca0cb1780f
Password: A3aF44aMYE2
Meeting number: 2345 295 2301
იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი და თანდართული დოკუმენტები ინგლისურ ენაზე.