საგრანტო კონკურსი უნივერსიტეტებისთვის
თანდართული ფაილი: danarthi-a-ganatskhadis-phorma.docx
წყარო: USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა
“USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა” აცხადებს საგრანტო კონკურსს უნივერსიტეტებისთვის.
გამოქვეყნდა: 9 დეკემბერი, 2022 / ბოლო ვადა: 20 იანვარი, 2023
თანდართული ფაილი: RFA 002-UG-01-G-2022.zip
საინფორმაციო შეხვედრა: 22 დეკემბერი, 2022
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 იანვარი, 2023; 18:00 სთ. (ადგილობრივი დროით)
“USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა”, რომელსაც ახორციელებს PH International საქართველო, აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში რეგისტრირებული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის. საგრანტო კონკურსის მიზანია უნივერსიტეტებსა და სკოლებს შორის სამოქალაქო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება და საგანმანათლებლო პროგრამებში სამოქალაქო განათლების პრინციპების ინტეგრირება. წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 15, 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. მიმდინარე კონკურსის ფარგლებში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა გასცემს ორ გრანტს (თითოეული არაუმეტეს 15, 000 აშშ დოლარის ოდენობით).
დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ, შეკითხვები გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: ge-grants@ph-int.org. ასევე, განმცხადებლებს საშუალება ექნებათ, დასვან შეკითხვები განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით და მიიღონ საჭირო ინფორმაცია ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე 22 დეკემბერს, 11:00 საათზე. შეხვედრას შეგიძლიათ შემოუერთდეთ შემდეგი ბმულით: https://meet.google.com/yig-ysrx-dis. შეხვედრაზე დასწრებისათვის, სასურველია წინასწარი რეგისტრაცია ელ.ფოსტაზე: ge-grants@ph-int.org. რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ უნივერსიტეტის დასახელება, წარმომადგენლის სახელი, გვარი და ელ.ფოსტა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. თანდართული დოკუმენტები.