საგრანტო კონკურსი უფლებადამცველებისთვისა და აქტივისტებისთვის
თანდართული ფაილი: hrht_application_form_4711713.zip
წყარო: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
საგრანტო კონკურსი უფლებადამცველებისთვისა და აქტივისტებისთვის: ფსიქო-სოციალური და ფიზიკური კეთილდღეობის მხარდაჭერა
პროექტის შესახებ:
COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა პროექტის შესახებ:
“COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა” არის რეგიონული პროექტი, რომელსაც ERIM (Equal Rights & Independent Media – ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT), ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს COVID-19-ის პანდემიის განმავლობაში და მის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ აქტივისტების და დამოუკიდებელ მედიას.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
მიმდინარე კონკურსი იწვევს უფლებადამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებსაც სურთ გაიუმჯობესონ ფსიქო-სოციალური და ფიზიკური კეთილდღეობა.
ბოლო წლების მანძილზე, ქვეყანაში, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულმა ჰუმანიტარულმა, სოციალურმა და პოლიტიკურმა კრიზისებმა უფლებადამცველებსა და აქტივისტებზეც იქონია გავლენა. რამდენიმე წელია, საქართველოში ეს ადამიანები მუდმივად ერთგვარ საგანგებო რეჟიმში საქმიანობენ, რათა ახალ გამოწვევებთან გამკლავება შეძლონ.
უფლებადამცველები და აქტივისტები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ქვეყნის დემოკრატიზაციასა და განვითარებაში, თუმცა სტრესი და პროფესიული “გადაწვა”, განსაკუთრებით კი ასეთ კრიზისულ პერიოდებში, მათი საქმიანობის თანმდევი შედეგია. მუდმივი სტრესის ქვეშ ყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ პროფესიული “გადაწვა” და ფსიქოლოგიური ტრავმა, არამედ ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს, რადგან სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანები ხშირად იღებენ ემოციურ გადაწყვეტილებებს.
თბილისის სახლის მიზანია, გააძლიეროს უფლებადამცველები და აქტივისტები და ხელი შეუწყოს კრიზისულ პერიოდში მათ ფსიქოსოციალურ და ფიზიკურ კეთილდღეობას. აუცილებელია, რომ ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე, რათა მათ უკეთ შეძლონ საკუთარ ბენეფიციარებზე ზრუნვა და უფრო მეტი სიძლიერით გააგრძელონ ის მნიშვნელოვანი საქმე, რასაც ქვეყნისთვის, საკუთარი თემისთვის აკეთებენ.
აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს სამ მინიმალურ კრიტერიუმს, რათა დაკვალიფიცირდეს უფლებადამცველად (სამოქალაქო აქტივისტად) და იყოს უფლებამოსილი, შემოიტანოს განაცხადი:
** აპლიკანტი უნდა აღიარებდეს ადამიანის უფლებების უნივერსალურობას, როგორც ეს აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით.
** აპლიკანტი თავისი საქმიანობით უნდა იცავდეს ადამიანის უფლებას (უფლებებს)
** აპლიკანტი თავის საქმიანობას უნდა ახორციელებდეს მშვიდობიანად.
საგრანტო შესაძლებლობის შესახებ:
LOT 2: ფსიქო-სოციალური და ფიზიკური კეთილდღეობის მხარდაჭერა
ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა/პროფესიული გადაწვის პრევენცია უფლებადამცველებისთვის, აქტივისტებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის, რომლებიც სტრესსა და ე.წ. გადაწვას/გადატვირთვას განიცდიან. შესაძლებელია მხარდაჭერა მიიღოთ შემდეგი აქტივობებისთვის (თუმცა, არა მხოლოდ):
** ფსიქოლოგიური კონსულტაციები
** ფიზიკური კეთილდღეობის აქტივობები (იოგა, ფიტნესი …)
** განტვირთვა (სამუშაო ადგილის გამოცვლა მოკლე პერიოდით)
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ განაცხადით შესაძლებელია 500 ევრომდე მხარდაჭერის გრანტის მოთხოვნა (შესაბამისი დასაბუთებით, საგამონაკლისო შემთხვევებში შესაძლოა ეს თანხა იყოს მეტი, თუმცა არაუმეტეს 1000 ევრო)
როგორ მივიღოთ მონაწილეობა?
აპლიკანტებმა შევსებული განაცხადის შესაბამისი თანდართული ფორმა უნდა გამოაგზავნონ მისამართზე info@hrht.ge და სათაურის ველში მიუთითონ “lot2 – ინდივიდუალური მხარდაჭერის გრანტები”
თუ ვერ ახერხებთ განაცხადის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნას, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
საგრანტო განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია 2023 წლის 9 იანვრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დადებით პასუხს მიიღებთ, შემდგომი ეტაპი ითვალისწინებს მხარდაჭერის დეტალური გეგმის შემუშავებას (როგორ გეგმავთ მხარდაჭერის გამოყენებას, მხარდაჭერის პერიოდი, ბიუჯეტი და ა.შ.).
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გრანტის განხორციელება შესაძლებელი იქნება 2023 წლის თებერვლიდან
საკონტაქტო ინფორმაცია: info@hrht.ge
ტელეფონის ნომერი: 2 38 20 18; +995 599 68 71 11