საგრანტო პროგრამა ბიზნესასოციაციებისთვის
ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების საგრანტო პროგრამა ბიზნესასოციაციებისთვის
თემა: სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის წახალისება გაუმჯობესებული ლოგისტიკის გზით
გამოცხადების თარიღი: 2022 წლის 17 ოქტომბერი
საინფორმაციო შეხვედრა: 2022 წლის 21 ოქტომბერი, 14:00
კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2022 წლის 7 ნოემბერი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 18 ნოემბერი
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა აცხადებს დარგობრივი და დარგთაშორისი ბიზნესასოციაციებისთვის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების საგრანტო პროგრამის ახალ რაუნდს, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობა საექსპორტო ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის ანალიზის, რეკომენდაციების შემუშავებისა და კერძო და საჯარო სექტორების შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისთვის საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების გაცნობის გზით. ორგანიზაციის ინსტიტუციური და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების გრანტები გაიცემა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აშშ-ის მთავრობის დებულებებისა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტების ადმინისტრირების შიდა პოლიტიკის შესაბამისად.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ განაცხადის ფორმაში.