საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი
წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
კონკურსის მიზანი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების (მისი განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებას.
საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
22 თებერვლიდან 20 მარტის 18:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;
23 მარტის 18:00 სთ-მდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;
აპრილი – ტექნიკური ექსპერტიზა – რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება;
აპრილი-მაისი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება – ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;
მაისი – კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება;
მაისი – კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;
ივნისი – საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.
ჯგუფური კონსულტაციები:
20 თებერვალი, 17 მარტი – 14:00 სთ – ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები (რეგისტრაციის ბმული გამოქვეყნდება ამავე გვერდზე, შეხვედრის წინა დღეს)
17 მარტი – ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს №179/ნ ბრძანება
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2023 წლის 6 თებერვლის N14 ბრძანება
- სამეცნიერო მიმართულების კლასიფიკატორი
- დაფინანსების წესი
- კონკურსის პირობები (დანართი 1)
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები:
სამეცნიერო კვლევითი პროექტებისათვის
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 2) – ივსება GMUS-ში
- საპროექტო წინადადება (დანართი 3)
- პროფესიული ბიოგრაფია (CV) (დანართი 4) – ივსება GMUS-ში, გენერირდება და იტვირდება პროექტის რეგისტრაციისას
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 5) – ივსება GMUS-ში
- პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 6) – ივსება GMUS-ში
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 7- (GEO/ENG)
- თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 8 – (GEO/ENG)
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ – გენერირდება GMUS-დან, პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
- ბიუჯეტის კლასიფიკატორი სამეცნიერო კვლევითი პროექტებისათვის
საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 12) – ივსება GMUS-ში
- საპროექტო წინადადება (დანართი 13)
- პროფესიული ბიოგრაფია (CV) (დანართი 4) – ივსება GMUS-ში
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 16) – ივსება GMUS-ში
- პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 17) – ივსება GMUS-ში
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 7- GEO/ENG)
- პროექტში ჩართული ძირითადი და პლენარული მომხსენებლების (თუ ისინი ამავდროულად არ ატარებენ ძირითადი პერსონალის სტატუსს) თანხმობის წერილები – დანართი 14 (GEO/ENG)
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ – გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
- ბიუჯეტის კლასიფიკატორი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) – პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
- დამატებითი კითხვებისათვის მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე otg@rustaveli.org.ge
კოორდინატორი:
ქეთევან გორგაძე
568 88 37 57
გისურვებთ წარმატებებს!